# 344
საავარიო შუქური სიგნალიზაცია
სურათზე მითითებულ ადგილას, დაუსახლებელ პუნქტში, ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში მძღოლი:
1
ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
2
ვალდებულია ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
3
ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
4
არ არის ვალდებული ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
# 356
საავარიო შუქური სიგნალიზაცია
სატრანსპორტო საშუალება იძულებით გაჩერებულად ითვლება, თუ:
1
მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
2
მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას
3
მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
4
# 569
საავარიო შუქური სიგნალიზაცია
საავარიო შუქსიგნალიზაციის არ არსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, საბუქსირო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს:
1
საავარიო გაჩერების ნიშანი
2
მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი
3
სხვა საფრთხეების მაჩვენებელი ნიშანი
4
# 964
საავარიო შუქური სიგნალიზაცია
საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია:
1
შეანელოს სიჩქარე, რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყოს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს
2
ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნოს შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აღნიშნული პრობლემის შესახებ
3
მოძრაობის ზოლის შეუცვლელად შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრულად აღდგენის შემდეგ
4
ჩართოს შორი განათების ფარები
# 1030
საავარიო შუქური სიგნალიზაცია
სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
1
მიმდებარე ტერიტორიიდან საავტომობილო გზაზე გასვლისას
2
თუ ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ შეუძლებელია
3
უკუსვლით მოძრაობისას
4
# 1039
საავარიო შუქური სიგნალიზაცია
დასახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ:
1
5 მეტრის მანძილზე
2
10 მეტრის მანძილზე
3
15 მეტრის მანძილზე
4
# 1040
საავარიო შუქური სიგნალიზაცია
დაუსახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ:
1
15 მეტრის მანძილზე
2
20 მეტრის მანძილზე
3
30 მეტრის მანძილზე
4
# 1041
საავარიო შუქური სიგნალიზაცია
იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, საავარიო გაჩერების ნიშანისა და მოციმციმე წითელი ფარნის არ არსებობის შემთხვევაში:
1
მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება აუცილებელი არ არის
2
მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავისი ეფექტური საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება
3
4
# 1045
საავარიო შუქური სიგნალიზაცია
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი სურათზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?
1
ვალდებულია ჩართოს მხოლოდ საავარიო შუქური სიგნალიზაცია
2
ვალდებულია მხოლოდ გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი ავტომობილის უკან, 15 მეტრის მანძილზე
3
არ არის ვალდებული
4
# 1047
საავარიო შუქური სიგნალიზაცია
მოცემულ სიტუაციაში არღვევს თუ არა მძღოლი იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ გაუმართავი ავტომობილის დაუყოვნებლივი გაყვანა გზიდან შეუძლებელია?
1
არღვევს
2
არ არღვევს
3
4