# 1765
ეკო ტესტები
გარემოს დაცვის მიზნით თავიდან უნდა ავირიდოთ:
1
სატრანსპორტო საშუალების მართვა მოკლე მანძილზე
2
მოძრაობა თანაბარი სიჩქარით
3
მოძრაობა ქალაქის გარეუბნებში
4
# 1766
ეკო ტესტები
როგორ მივაღწევთ საწვავის ეფექტურ ხარჯვას და გამონაბოლქვის შემცირებას?
1
საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შენარჩუნებით
2
დაბალ გადაცემაზე დაბალი სიჩქარით მოძრაობით
3
თითოეულ გადაცემაზე მაქსიმალური სიმძლავრის მიღწევით
4
# 1767
ეკო ტესტები
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საგზაო მოძრაობის მონაწილეები მიგითითებენ, რომ თქვენი სატრანსპორტო საშუალება გამოყოფს მუქი ფერის გამონაბოლქვს?
1
დაუყოვნებლივ უნდა გააჩეროთ სატრანსპორტო საშუალება და შეამოწმოთ მისი გამართულობა
2
დაუყოვნებლივ უნდა გადართოთ დაბალ გადაცემაზე
3
დაუყოვნებლივ უნდა გადართოთ მაღალ გადაცემაზე
4
# 1768
ეკო ტესტები
რა უპირატესობა აქვს დაბალი სიბლანტის მქონე ძრავის ზეთების გამოყენებას?
1
ზეთის სავალდებულო გამოცვლამდე იზრდება სატრანსპორტო საშუალების გარბენი
2
მცირდება მოხმარებული საწვავის რაოდენობა
3
შესაძლებელია მათი განთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად
4
# 1769
ეკო ტესტები
როგორ შევძლებთ საწვავის ეკონომიურ ხარჯვას?
1
სატრანსპორტო საშუალების სახურავზე დამაგრებული ნებისმიერი არააუცილებელი ტვირთის ან საბარგულის მოხსნით
2
სალონში განთავსებული ელექტრომოწყობილობების ჩართვით
3
მთელი წლის განმავლობაში ზამთრის საბურავებით მოძრაობით
4
# 1770
ეკო ტესტები
როგორ უნდა შევამციროთ საბურავების ცვეთა?
1
საბურავებში მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ჰაერის წნევა
2
საბურავებში ჰაერის წნევის დონე უნდა შევინარჩუნოთ ინსტრუქციით განსაზღვრულ ფარგლებში
3
მთელი წლის განმავლობაში უნდა ვიმოძრაოთ ზამთრის საბურავებით
4
# 1771
ეკო ტესტები
როდის არის მიზანშეწონილი შიგაწვის ძრავის გათიშვა?
1
შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე გაჩერების დროს
2
სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-განტვირთვის დროს
3
ქვეითთა გადასასვლელებთან არსებულ "სდექ" ხაზებთან გაჩერების დროს
4
# 1772
ეკო ტესტები
რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის მატებას?
1
ძრავის გაგრილების სისტემაში სითხის მაღალი დონე
2
საბურავებში ჰაერის წნევის რეკომენდებულზე მეტად გაზრდა
3
მაყუჩის გაუმართაობა
4
# 1773
ეკო ტესტები
რატომ უნდა ავარიდოთ თავი სწრაფად მოძრაობას?
1
შესაძლოა დაზიანდეს საქარე მინა
2
სწრაფად მოძრაობის დროს მატულობს საბურავების და სამუხრუჭე ხუნდების ცვეთის ინტენსივობა
3
4
# 1774
ეკო ტესტები
რა უნდა მოვიმოქმედოთ ჰაერის დაბინძურების მაქსიმლურად შესამცირებლად?
1
სატრანსპორტო საშუალების მაყუჩიდან მუქი ფერის გამონაბოლქვის გამოყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოვფხვრათ გაუმართაობა
2
როდესაც გვიწევს მოცდა დიდი ხნის განმავლობაში, გადაცემათა კოლოფი გადავრთოთ ნეიტრალურ მდგომარეობაში და ძრავი ვამუშაოთ უქმ სვლაზე
3
ყველა გადაცემაზე ვიმოძრაოთ ძრავის მაღალი ბრუნვათა რიცხვით
4