# 1745 ეკო ტესტები
როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?
1 როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
2 როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
3 როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
4
# 1746 ეკო ტესტები
სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:
1 ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
2 აბინძურებს გარემოს
3 ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
4
# 1747 ეკო ტესტები
რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?
1 საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე
2 არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
3 შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე
4
# 1748 ეკო ტესტები
რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?
1 საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
2 გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
3 მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
4
# 1749 ეკო ტესტები
როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?
1 უნივერსალური საბურავების გამოყენებით
2 ძრავის ჰაერის ფილტრის მოხსნით
3 სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვისას
4
# 1750 ეკო ტესტები
სად უნდა განხორციელდეს გამოყენებული ზეთების, საცხებ-საპოხი სითხეების და აკუმულატორების გადატანა მათი განადგურების მიზნით?
1 დასახლებული პუნქტიდან მოშორებით
2 საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე
3 გადამამუშავებელ ცენტრებში
4
# 1751 ეკო ტესტები
როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას?
1 გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
2 ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მინიმალური სიჩქარით
3 ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალური სიჩქარით
4
# 1752 ეკო ტესტები
როგორი რეჟიმით მოძრაობა იწვევს საწვავის მოხმარების შემცირებას?
1 მოძრაობა ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით
2 მოძრაობა ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
3
4
# 1753 ეკო ტესტები
თქვენ გიწევთ მოცდა რკინიგზის გადასასვლელის დაკეტილ შლაგბაუმთან. როგორ იზრუნებთ საწვავის მოხმარების შემცირებასა და გარემოს დაცვაზე?
1 ძრავის გათიშვით
2 ძრავის უქმი სვლის რეჟიმზე გადაყვანით
3
4
# 1754 ეკო ტესტები
ჩამოთვლილთაგან რომელი უწყობს ხელს გარემოს დაცვას?
1 დაბალი გორვის წინაღობის მქონე საბურავების გამოყენება
2 გზიდან გადაცემული ბიძგების შემცირების მიზნით საბურავებში ჰაერის წნევის რეკომენდებულზე მეტად შემცირება
3 სატრანსპორტო საშუალებაში ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ამუშავება
4