# 1333
ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადადის საქონლის ჯოგი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე აღარ შეიძლება გამოვიდეს ცალკეული საქონელი
2
ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე კიდე შეიძლება გამოვიდეს ჯოგს ჩამორჩენილი ცალკეული საქონელი
3
4
# 1334
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ:
1
მხოლოდ გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ
2
მხოლოდ გარემოება, რომ ის მკვეთრად შეამცირებს სიჩქარეს
3
მხოლოდ გარემოება, რომ ქვეითებისათვის გზის დათმობის გამო ის შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს
4
რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
# 1335
ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1
მხოლოდ გარემოება, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობს უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
2
მხოლოდ გარემოება, რომ ის შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდეს უკან
3
მხოლოდ გარემოება, რომ მან შეიძლება დაკარგოს წონასწორობა და წაიქცეს
4
რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
# 1340
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად
2
ბავშვების სავალ ნაწილზე გამოსვლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ისინი ვალდებულები არიან მოიცადონ გზის სავალი ნაწილის კიდესთან და დაელოდონ ავტომობილის გავლას
3
4
# 1341
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა:
1
ბავშვებზე ყურადღების მიუქცევლად გააგრძელოს მოძრაობა რათა არ შეუმნას დაბრკოლება მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
2
მისცეს მხოლოდ ხმოვანი სიგნალი და შეუფერხებლად გააგრძელოს მოძრაობა
3
შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის
4
# 1379
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:
1
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
2
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3
აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 1381
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?
1
მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე
2
მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე
3
მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე
# 1572
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:
1
მხედველობის პირობებს
2
მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
3
თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის
# 1591
მოძრაობის უსაფრთხოება
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას როგორ იცვლება მძღოლის მხედველობის არე?
1
მხედველობის არე ფართოვდება
2
მხედველობის არე ვიწროვდება
3
მხედველობის არე არ იცვლება
4
# 1608
მოძრაობის უსაფრთხოება
ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?
1
მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
2
მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
3
მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ