# 908
რკინიგზის გადასასვლელი
„რკინიგზის გადასასვლელი“ არის:
1
რკინიგზის ლიანდაგების ნებისმიერი მონაკვეთი
2
გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა
3
გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების სხვადასხვა დონეზე გადაკვეთა
4
# 909
სამედიცინო დახმარება
რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ავტომობილის კაბინიდან გადმოყვანა?
1
ყოველთვის დაშავებულის გონების დაკარგვის შემთხვევაში
2
დაშავებულის ქვედა კიდურების მოტეხილობის შემთხვევაში
3
როცა დაშავებულს გონება აქვს დაკარგული და არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე
4
# 911
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
“სამუხრუჭო მანძილი” არის:
1
გზაზე მოძრაობის შენელების ზოლის სიგრძე
2
კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური მანძილი, რომლის ფარგლებშიც სავალდებულოა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გაჩერება
3
მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე
4
# 912
საინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნები
“საცხოვრებელი ზონა” არის:
1
ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი
2
განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით
3
ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის
4
# 913
სამედიცინო დახმარება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია:
1
დაშავებული ვერ ამოძრავებს ზედა კიდურებს, სუნთქვა უძნელდება
2
დაშავებულს კისრისა და ზურგის არეში აქვს ტკივილი, რომელიც მატულობს ხელით შეხებისას
3
4
# 915
სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს დაზიანებული აქვს კისერი ან ხერხემალი ან არსებობს ეჭვი მათი დაზიანების შესახებ, არ შეიძლება:
1
მხოლოდ დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა
2
მხოლოდ დაშავებულის ჭრილობაზე შეხება
3
მხოლოდ დაშავებულისათვის ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
4
როგორც დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა, ასევე მის ჭრილობაზე შეხება, ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
# 918
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„შეზღუდული ხილვადობა“ არის:
1
გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება
2
გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას
3
4
# 921
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
“მსუბუქი ავტომობილი” არის:
1
4500 კგ-მდე სრული მასის მქონე ავტომობილი,რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, მაგრამ არ აღემატება 12-ს
2
2500 კგ-მდე სრული მასის მქონე მოტოციკლი
3
არაუმეტეს 3500კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა,გარდა მძღოლის ადგილისა 8-ს არ აღემატება
4
# 922
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„მსუბუქი მისაბმელი“ არის:
1
მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს
2
მისაბმელი, რომლის დაუტვირთავი წონა არ აღემატება 850 კგ-ს
3
მისაბმელი, რომლის სრული მასა არ აღემატება 950 კგ-ს
4
# 925
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
სატრანსპორტო საშუალების “სრული მასა” არის:
1
სატრანსპორტო საშუალების მასა ეკიპაჟის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
2
მოცემული დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების, ეკიპაჟისა და მგზავრების მასა
3
ტვირთით, ეკიპაჟითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი
4
სატრანსპორტო საშუალების მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას