# 852 მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირისათვის, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?
1 აკრძალულია
2 არ არის აკრძალული
3
4
# 853 მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირისათვის, რომელსაც ფსიქოტროპული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?
1 აკრძალულია
2 არ არის აკრძალული
3
4
# 854 მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც განიცდის ისეთი სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას?
1 არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება განხორციელდა სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით
2 არ არის აკრძალული, თუ პირი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
3 აკრძალულია
4
# 855 მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც განიცდის ისეთი სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას?
1 აკრძალულია
2 არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება განხორციელდა სამედიცინო მიზნებისათვის ექიმის დანიშნულებით
3 არ არის აკრძალული, თუ პირი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
4
# 856 მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში?
1 არ არის აკრძალული, თუ მას ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით
2 არ არის აკრძალული, თუ იგი აღნიშნულის თაობაზე წინასწარ გააფრთხილებს პოლიციის შესაბამის სამსახურს
3 აკრძალულია
4
# 857 მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში?
1 აკრძალულია
2 არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატის მიღება განხორციელდა სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით
3 არ არის აკრძალული, თუ იგი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
4
# 858 მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში?
1 აკრძალულია
2 არ არის აკრძალული, თუ მძღოლი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება საერთაშორისო მოძრაობაში
3 არ არის აკრძალული, თუ იგი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
4
# 860 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
დასახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
1 არა უმეტეს 2 წამისა
2 არანაკლებ 2 წამისა
3 არა უმეტეს 5 წამისა
4 არანაკლებ 7 წამისა
# 861 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
დაუსახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
1 არა უმეტეს 4 წამისა
2 არანაკლებ 3 წამისა
3 არანაკლებ 6 წამისა
4 არა უმეტეს 9 წამისა
# 862 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
დასახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
1 არა უმეტეს 2 წამისა
2 არანაკლებ 4 წამისა
3 არანაკლებ 6 წამისა
4 არანაკლებ 9 წამისა