# 1067 მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს და უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა:
1 მხოლოდ მგზავრობის დაწყებამდე
2 მგზავრობის დაწყებამდე და მგზავრობისას
3 მხოლოდ მგზავრობისას
4
# 1068 მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1 არ მუშაობს გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა
2 გაუმართავია სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობა
3 არ მუშაობს სპიდომეტრი
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 1070 მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1 გაუმართავია გადამუშავებული აირების გამოშვების სისტემა
2 არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკანა ხედვის სარკე
3 მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდი უმოქმედოა ნისლის, წვიმის ან თოვის დროს
4 უსაფრთხოების ღვედები არამუშა მდგომარეობაშია
# 1286 მოძრაობის უსაფრთხოება
დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:
1 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
2 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
3 ისე, როგორც რეალურადაა
4
# 1290 მოძრაობის უსაფრთხოება
სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს:
1 დაბლა
2 მაღლა
3
4
# 1296 მოძრაობის უსაფრთხოება
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე სატრანსპორტო ნაკადის:
1 სიჩქარეზე საგრძნობლად მეტია
2 სიჩქარეზე საგრძნობლად ნაკლებია
3 სიჩქარის ტოლია
4
# 1297 მოძრაობის უსაფრთხოება
მოსახვევში მოძრაობისას წინა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:
1 დაამუხრუჭოს და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
2 შეამციროს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
3 ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება
4
# 1298 მოძრაობის უსაფრთხოება
მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:
1 დაამუხრუჭოს და მოაბრუნოს საჭე მოცურების მხარეს
2 ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
3 ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
4
# 1301 მოძრაობის უსაფრთხოება
აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, რომელ მომენტშია მიზანშეწონილი სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება?
1 მოძრაობის დაწყებამდე
2 მოძრაობის დაწყების შემდეგ
3 მოძრაობის დაწყებასთან ერთდროულად
4
# 1305 მოძრაობის უსაფრთხოება
მოსახვევში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა:
1 მცირდება
2 იზრდება
3 არ იცვლება
4