# 178
შუქნიშნის სიგნალები
ერთ სადგარზე, ერთი და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი გამოიყენება:
1
რკინიგზის გადასასვლელებზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელებთან, გემის ან ბორნის მისადგომებთან, ასევე გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელებთან და ადგილებში, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია
2
იმ სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება
3
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლებზე
4
# 181
შუქნიშნის სიგნალები
რევერსული შუქნიშანი, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით გამოიყენება:
1
მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისთვის
2
მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 183
შუქნიშნის სიგნალები
„T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი შეიძლება გამოყენებული იქნეს:
1
„T“-სებურ გზაჯვარედინზე მოძრაობის რეგულირებისათვის
2
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის
3
თვლიანი ტრაქტორების მოძრაობის რეგულირებისათვის
4
# 184
შუქნიშნის სიგნალები
„T“-სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნებადართულია:
1
თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი, ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი
2
თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 185
შუქნიშნის სიგნალები
„T“-სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია:
1
თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი, ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი
2
თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 186
შუქნიშნის სიგნალები
აქვს თუ არა მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე მას არ შეუძლია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან?
1
აქვს უფლება
2
არ აქვს უფლება
3
4
# 327
შუქნიშნის სიგნალები
რომელმა მძღოლმა გააჩერა ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დაცვით შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე?
1
თეთრი ავტომობილის მძღოლმა
2
ყვითელი ავტომობილის მძღოლმა
3
არცერთი ავტომობილის მძღოლმა
4
# 389
შუქნიშნის სიგნალები
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
1
მხოლოდ A მიმართულებით
2
მხოლოდ B მიმართულებით
3
მხოლოდ C მიმართულებით
4
არცერთი მიმართულებით
# 465
შუქნიშნის სიგნალები
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს ყვითელმა ავტომობილმა
2
ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ტრამვაიმ
3
ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
4
# 467
შუქნიშნის სიგნალები
რა მიმართულებით შეუძლია მოძრაობა ტრამვაის მძღოლს შუქნიშნების ამ სიგნალებზე?
1
მხოლოდ პირდაპირ
2
მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ
3
მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ
4
მოძრაობის გაგრძელების უფლება არა აქვს