# 865 მოძრაობის უსაფრთხოება
სატრანსპორო საშულების მოცურების საშიშროება უფრო მაღალია:
1 წვიმის დასაწყისში
2 წვიმის პერიოდში, მისი დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ
3 წვიმის დასრულების შემდეგ
4
# 866 მოძრაობის უსაფრთხოება
წვიმიან ამინდში მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს:
1 ტვირთის გადამზიდავი ავტომობილების მიმართ, რადგან მაღალია ავტომობილის ძარიდან ტვირთის გზაზე გადმოვარდნის საშიშროება
2 ქვეითთა მიმართ, რადგან ქვეითთა შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია
3 ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მიმართ
4
# 867 მოძრაობის უსაფრთხოება
რა ასაკამდე ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება არის აკრძალული გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაში?
1 6 წლამდე ასაკის
2 7 წლამდე ასაკის
3 9 წლამდე ასაკის
4 12 წლამდე ასაკის
# 874 მოძრაობის უსაფრთხოება
თუ მძღოლი სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს უნდა შეასრულოს:
1 მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები
2 ნებიმიერი სიჩქარით, ვინაიდან გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითების მიმართ სარგებლობს პრიორიტეტით
3 მხოლოდ მაღალი სიჩქარით, რათა დროულად გაიაროს გზის აღნიშნული მონაკვეთი
4
# 953 მოძრაობის უსაფრთხოება
აქვს თუ არა უფლება მძღოლს განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე, მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება?
1 აქვს უფლება, ვინაიდან საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით აკრძალულია მხოლოდ ნებადართული მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება
2 აქვს უფლება, თუ იგი მოძრაობს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში
3 არა აქვს უფლება
4
# 956 მოძრაობის უსაფრთხოება
თუ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესაბამისად მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მან გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა უნდა გამოხატოს ნათლად:
1 სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით
2 ხმოვანი ან მაშუქი სიგნალის მიცემით
3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედებით
4
# 978 მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ მოქმედებს ალკოჰოლო მძღოლის რეაქციაზე?
1 გავლენას არ ახდენს რეაქციაზე
2 ამცირებს რეაქციის დროს
3 ზრდის რეაქციის დროს
4
# 1055 მოძრაობის უსაფრთხოება
ახდენს თუ არა გავლენას მოძრაობის უსაფრთხოებაზე მძღოლის ემოციური მდგომარეობა?
1 დიახ, ახდენს
2 არ ახდენს
3
4
# 1061 მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ მოქმედებს მძღოლის გადაღლილობა მის ყურადღებასა და რეაქციაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისას?
1 ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო იზრდება
2 ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო მცირდება
3 არ იცვლება ყურადღება და არც რეაქციის დრო
4
# 1066 მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა:
1 მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას
2 კვების სისტემის ჰერმეტულობის დარღვევისას
3 მაყუჩის გაუმართაობისას
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას