# 979 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად ჩაირთოს ახლო განათების ფარები:
1 როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა
2 საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისას
3 თუ ხილვადობა 300 მეტრზე ნაკლებია
4
# 980 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში მოძრაობისას, თუ გზა საკმარისად არის განათებული:
1 უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები
2 უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები
3 უნდა ჩაირთოს შორი განათების ფარები
4
# 981 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
უკუსვლის მაშუქების ჩართვა ნებადართულია:
1 მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას
2 მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ამუხრუჭებს
3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში
4
# 983 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა:
1 დასაშვებია
2 დაუშვებელია
3 დასაშვებია, მხოლოდ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებზე
4
# 984 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან მისი აღჭურვა დამატებითი სინათლეებით?
1 არ არის დასაშვები
2 დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით
3
4
# 985 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დასაშვებია თუ არა ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული სხვადასხვა ფერის ფარების დაყენება?
1 დასაშვებია
2 დაუშვებელია
3 დასაშვებია მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე
4
# 986 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დასახლებულ პუნქტში ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა შეუძლია:
1 მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
2 მხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამტანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს
3 ნებისმიერ მძღოლს, სურვილის შემთხვევაში
4
# 987 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია:
1 დასახლებულ პუნქტში ცალხრივ მოძრაობიან გზის სავალ ნაწილზე
2 მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება
3 დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე
4
# 988 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გაჩერდნენ ან იმყოფებოდნენ სადგომზე რაიმე სახის გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად:
1 მხოლოდ იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე
2 მხოლოდ სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა
3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 989 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დასახლებულ პუნქტებში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ:
1 სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, სიგანე - 2 მეტრს
2 სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია მისაბმელი
3 დაცულია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა
4