# 350
გაჩერება დგომა
რომელი ავტომობილია დაყენებული დგომის წესების დარღვევით დაუსახლებელ პუნქტში?
1
ორივე ავტომობილი
2
არცერთი ავტომობილი
3
წითელი ავტომობილი
4
მწვანე ავტომობილი
# 351
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე ორმხრივ მოძრაობიანი გზის შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება:
1
შუა და მარჯვენა მოძრაობის ზოლები
2
მხოლოდ მარჯვენა მხარეს მდებარე მოძრაობის ზოლი
3
4
# 352
გაჩერება დგომა
დაარღვეს თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
1
დაარღვევს
2
არ დაარღვევს
3
4
# 353
ამკრძალავი ნიშნები
აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, სურათზე მითითებულ ადგილას, ავტომობილის სადგომზე დაყენების უფლება, თვის ლუწ რიცხვებში 19.00 საათიდან 21.00 საათამდე?
1
აქვს უფლება
2
არ აქვს უფლება
3
4
# 356
საავარიო შუქური სიგნალიზაცია
სატრანსპორტო საშუალება იძულებით გაჩერებულად ითვლება, თუ:
1
მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
2
მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას
3
მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
4
# 357
გაჩერება დგომა
სატრანსპორტო საშუალება სადგომზე მდგომად ითვლება, თუ:
1
მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის
2
მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
3
მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
4
# 358
გაჩერება დგომა
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:
1
მხოლოდ გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე, ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა
2
მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც სატრანსპორტო საშუალება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს
3
მხოლოდ ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 359
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ ენიჭება უპირატესობა რუხი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
მხოლოდ მოტოციკლის მიმართ
2
მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3
როგორც მოტოციკლის, ასევე თეთრი ავტომობილის მძღოლის მიმართ
4
არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ
# 360
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში უპირატესობით სარგებლობს:
1
ლურჯი ავტომობილის მძღოლი
2
წითელი ავტომობილის მძღოლი
3
4
# 361
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
მოცემულ სიტუაციაში, სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, გავლის უპირატესობა ენიჭება:
1
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2
სატვირთო ავტომობილის მძღოლს
3
4