# 176
შუქნიშნის სიგნალები
თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:
1
შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით
2
გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნების მოთხოვნებით
3
4
# 177
შუქნიშნის სიგნალები
თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:
1
გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით
2
შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით
3
4
# 178
შუქნიშნის სიგნალები
ერთ სადგარზე, ერთი და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი გამოიყენება:
1
რკინიგზის გადასასვლელებზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელებთან, გემის ან ბორნის მისადგომებთან, ასევე გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელებთან და ადგილებში, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია
2
იმ სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება
3
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლებზე
4
# 179
რკინიგზის გადასასვლელი
რკინიგზის გადასასვლელზე ერთ სადგარზე, ერთი და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე, ან ერთი მოციმციმე ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს:
1
ეკრძალებათ მოძრაობა
2
უფლება აქვთ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ ამასთან ვალდებულები არიან დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე
3
4
# 180
რკინიგზის გადასასვლელი
თუ რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის მაშუქი სიგნალები გამორთულია:
1
მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა)
2
მოძრაობა აკრძალულია
3
4
# 181
შუქნიშნის სიგნალები
რევერსული შუქნიშანი, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით გამოიყენება:
1
მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისთვის
2
მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 183
შუქნიშნის სიგნალები
„T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი შეიძლება გამოყენებული იქნეს:
1
„T“-სებურ გზაჯვარედინზე მოძრაობის რეგულირებისათვის
2
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის
3
თვლიანი ტრაქტორების მოძრაობის რეგულირებისათვის
4
# 184
შუქნიშნის სიგნალები
„T“-სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნებადართულია:
1
თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი, ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი
2
თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 185
შუქნიშნის სიგნალები
„T“-სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია:
1
თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი, ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი
2
თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 186
შუქნიშნის სიგნალები
აქვს თუ არა მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე მას არ შეუძლია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან?
1
აქვს უფლება
2
არ აქვს უფლება
3
4