# 67
მოძრაობის უსაფრთხოება
თუ შუქნიშანის წინ დგანან ბავშვები, შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1
მხოლოდ, ის გარემოება რომ ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე
2
მხოლოდ, ის გარემოება რომ ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა
3
მხოლოდ, ის გარემოება რომ შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის მოძრაობის ნებადამრთველი შუქნიშნის სიგნალის ჩართვამდე
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება
# 93
მოძრაობის უსაფრთხოება
მსუბუქი ავტომობილის შიდა უკუხედვის სარკის გამოყენებისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1
მხოლოდ ის გარემოება, რომ სარკე დარეგულირებული უნდა იყოს მძღოლის სიმაღლის შესაბამისად
2
მხოლოდ ის გარემოება, რომ ამობურცულ სარკეში საგნები უფრო შორს ჩანს ვიდრე სინამდვილეშია
3
მხოლოდ ის გარემოება, რომ სარკეს გააჩნია „უხილავი უბნები“, რის გამოც იგი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ მხედველობის არეს და გამსწრები სატრანსპორტო საშუალების თვალის მიდევნას
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება
# 382
მოძრაობის უსაფრთხოება
გარდა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება გადააჭარბოს:
1
მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ მაქსიმალურ კონსტრუქციულ სიჩქარეს
2
მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებულ სიჩქარეს
3
მხოლოდ საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს
4
როგორც სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ მაქსიმალურ კონსტრუქციულ, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებულ და საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს
# 819
მოძრაობის უსაფრთხოება
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფაქტორი არ ახდენს ზეგავლენას მძღოლის მოქმედებაზე?
1
უძილობა
2
დაღლილობა
3
ალკოჰოლის მიღება
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი
# 823
მოძრაობის უსაფრთხოება
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა?
1
დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში
2
დასაშვებია, თუ იგი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
3
დასაშვებია, თუ ერთი ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
4
# 827
მოძრაობის უსაფრთხოება
ქვემოდ ჩამოთვლილი რომელი უწესრიგობის დროს ეკრძალება მძღოლს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?
1
მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გაუმართაობის დროს
2
მხოლოდ საჭის მექანიზმის გაუმართაობის დროს
3
მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარების გაუმართაობის დროს
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 828
მოძრაობის უსაფრთხოება
ნისლის, წვიმის, ან თოვის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა აკრძალულია:
1
ნისლსაწინააღმდეგო ფარების არ არსებობის შემთხვევაში
2
საავარიო გაჩერების ნიშნის არ არსებობის შემთხვევაში
3
მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობის შემთხვევაში
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 831
მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია:
1
გვირაბებში, რომლებშიც არ არის ხელოვნური განათება
2
ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე
3
დასახლებული პუნქტების ცენტრალურ ქუჩებზე
4
# 832
მოძრაობის უსაფრთხოება
გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
სავალდებულოა ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა
2
იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
3
თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლებები რთული შესამჩნევია
4
# 833
მოძრაობის უსაფრთხოება
ღამე ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა
2
იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
3
სავალდებულოა საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
4