# 347 საგზაო მონიშვნა
თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:
1 საგზაო ნიშნების მოთხოვნები
2 საგზაო მონიშვნის მოთხოვნები
3
4
# 876 საგზაო მონიშვნა
თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას:
1 უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს ქვეითთა გადასავლელი შეუჩერებლად
2 როგორც ქვეითების მიმართ უპირატესობის მქონემ, უფლება აქვს გაიაროს ქვეითთა გადასასვლელი ნებისმიერი სიჩქარით
3 სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები
4
# 877 საგზაო მონიშვნა
მძღოლებმა, რომლებიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებენ, უნდა:
1 შეამცირონ სიჩქარე და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უსაფრთხო ჩასხდომის ან გადმოსხდომის შესაძლებლობა
2 გაზარდონ სიჩქარე, რათა სწრაფად გაიარონ და არ შეაფერხონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესი
3 გაჩერდნენ გვერდულასთან და არ დაიძრან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაგრძელებამდე
4
# 948 საგზაო მონიშვნა
შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:
1 თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით
2 ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ
3 კანონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად
4
# 952 საგზაო მონიშვნა
ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებულ უსაფრთხოების კუნძულს ან ტუმბოს მძღოლმა უნდა შემოუაროს:
1 მხოლოდ მარცხენა მხრიდან
2 მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
3 მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან
4
# 1194 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1194
მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) მიუთითებს:
1 გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს
2 მანძილს გზის სხვა მხარეს მდებარე ობიექტამდე
3 მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე
4
# 1200 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1200
მოცემული დაფებიდან რომელი მიუთითებს დგომის ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულზე?
1 I
2 II
3 III
4
# 1202 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1202
მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი აწვდის მძღოლს ინფორმაციას დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის თაობაზე?
1 მხოლოდ III
2 მხოლოდ I
3 მხოლოდ II
4 მხოლოდ II და III
# 1204 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1204
მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან მოძრაობის მიმართულებას, უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისაკენ?
1 მხოლოდ I და III
2 მხოლოდ I
3 მხოლოდ II
4 მხოლოდ III
# 1206 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1206
მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომლის მოქმედება ვრცელდება სატვირთო ავტომობილებზე მისაბმელის გარეშე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტ-ზე მეტია?
1 I და III
2 II და III
3 III და IV
4 II და IV