# 829
უწესივრობა და მართვის პირობები
დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:
1
იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება
2
ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება
3
მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე
4
# 999
უწესივრობა და მართვის პირობები
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულზე. დაარღვევს თუ არა იგი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში არ ჩართავს საგაბარიტო სინათლეებს?
1
დაარღვევს
2
არ დაარღვევს
3
4
# 1000
უწესივრობა და მართვის პირობები
აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ დღე-ღამის ბნელ დროს მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა უკანა საგაბარიტო სინათლეები?
1
აქვს უფლება
2
არ აქვს უფლება
3
4
# 1001
უწესივრობა და მართვის პირობები
არღვევს თუ არა მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სურათზე მითითებულ ადგილას ავტომანქანა გაჩერებულია გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად?
1
არღვევს
2
არ არღვევს
3
4
# 1069
უწესივრობა და მართვის პირობები
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1
არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
2
დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად ჩამქრალია ახლო და შორი განათების ფარები (ან მათ გარეშე) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეები იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა
3
მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ რეჟიმში
4
დარღვეულია კვების სისტემის ჰერმეტულობა
# 1325
უწესივრობა და მართვის პირობები
რომელ ნახატზეა ნაჩვენები ხელების სწორი განლაგება საჭის თვალზე?
1
I
2
II
3
III
4
# 1484
უწესივრობა და მართვის პირობები
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1
მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება
2
მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება
3
მხოლოდ საბურავების გადახურება
4
როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება