# 1655
მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABS) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?
1
დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
2
დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
3
დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
4
უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
# 1656
მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ უნდა მოიქცეს ავტობუსის მძღოლი, თუ ერთ-ერთი მგზავრი იქცევა აგრესიულად და აწუხებს სხვა მგზავრებს?
1
აგრესიული მგზავრის შეშინების მიზნით განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება
2
მძღოლმა სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს აგრესიულად განწყობილ მგზავრს და გააფრთხილოს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებს პოლიციას. თუ მგზავრი არ დამშვიდდა და სიტუაცია ხდება საფრთხის შემცველი, მძოღლმა უნდა დარეკოს პოლიციაში
3
მძღოლმა უნდა განუცხადოს მგზავრს, რომ აპირებს პოლიციაში დარეკვას, ხოლო თუ იგი გააგრძელებს აგრესიულად მოქცევას იძულებით ჩამოსვას ავტობუსიდან
4
# 1657
მოძრაობის უსაფრთხოება
ავარიულ გასასვლელად ავტობუსში შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1
ავარიული გასასვლელის კარები, ლუქი და ფანჯრები
2
მხოლოდ ის კარებები, რომლებიც ავარიის დროს ავტომატურად იხსნება
3
მხოლოდ საავარიო გასასვლელი ფანჯრები
4
# 1658
მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ უნდა მოიქცეს ავტობუსის მძღოლი, თუ მის წინ მიმავალი ავტომობილი უსაფუძვლოდ მოძრაობს მეტისმეტად დაბალი სიჩქარით?
1
უნდა გააგრძელოს მის უკან მოძრაობა მანამდე სანამ არ მიეცემა უსაფრთხოდ გასწრების შესაძლებლობა
2
მაქსიმალურად მიუახლოვდეს უკნიდან, რათა აიძულოს იგი გაზარდოს სიჩქარე
3
იმოძრაოს უსაფრთხო დისტანციაზე და ხმოვანი სიგნალის მიცემით მოსთხოვოს მას მოძრაობის შეფერხების შეწყვეტა
4
# 1660
მოძრაობის უსაფრთხოება
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1
ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
2
განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
3
შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
4
# 1661
მოძრაობის უსაფრთხოება
შეიძლება თუ არა გადამზიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით?
1
შეიძლება
2
არ შეიძლება
3
4
# 1662
მოძრაობის უსაფრთხოება
გადამზიდველი პასუხს აგებს:
1
მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის
2
მხოლოდ მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის. მგზავრის ბარგის დაზიანებისათვის ან დაკარგვისათვის გადამზიდველს არ შეიძლება დაეკისროს პასუხიმგებლობა
3
4
# 1663
მოძრაობის უსაფრთხოება
ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?
1
ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
2
ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
3
4
# 1696
მოძრაობის უსაფრთხოება
რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?
1
დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
2
დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
3
აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
4
# 1697
მოძრაობის უსაფრთხოება
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:
1
უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
2
უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
3
ისე, როგორც რეალურადაა
4