# 1654 მოძრაობის უსაფრთხოება
რა ფუნქციებს ასრულებს რესივერი ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში?
1 უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას
2 უზრუნველყობს ჰაერიდან კონდენსატის გამოყოფას
3 ზრდის ჰაერის წნევას
4 ზრდის დამუხრუჭების ძალას
# 1655 მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABS) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?
1 დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
2 დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
3 დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
4 უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
# 1656 მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ უნდა მოიქცეს ავტობუსის მძღოლი, თუ ერთ-ერთი მგზავრი იქცევა აგრესიულად და აწუხებს სხვა მგზავრებს?
1 აგრესიული მგზავრის შეშინების მიზნით განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება
2 მძღოლმა სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს აგრესიულად განწყობილ მგზავრს და გააფრთხილოს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებს პოლიციას. თუ მგზავრი არ დამშვიდდა და სიტუაცია ხდება საფრთხის შემცველი, მძოღლმა უნდა დარეკოს პოლიციაში
3 მძღოლმა უნდა განუცხადოს მგზავრს, რომ აპირებს პოლიციაში დარეკვას, ხოლო თუ იგი გააგრძელებს აგრესიულად მოქცევას იძულებით ჩამოსვას ავტობუსიდან
4
# 1657 მოძრაობის უსაფრთხოება
ავარიულ გასასვლელად ავტობუსში შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1 ავარიული გასასვლელის კარები, ლუქი და ფანჯრები
2 მხოლოდ ის კარებები, რომლებიც ავარიის დროს ავტომატურად იხსნება
3 მხოლოდ საავარიო გასასვლელი ფანჯრები
4
# 1658 მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ უნდა მოიქცეს ავტობუსის მძღოლი, თუ მის წინ მიმავალი ავტომობილი უსაფუძვლოდ მოძრაობს მეტისმეტად დაბალი სიჩქარით?
1 უნდა გააგრძელოს მის უკან მოძრაობა მანამდე სანამ არ მიეცემა უსაფრთხოდ გასწრების შესაძლებლობა
2 მაქსიმალურად მიუახლოვდეს უკნიდან, რათა აიძულოს იგი გაზარდოს სიჩქარე
3 იმოძრაოს უსაფრთხო დისტანციაზე და ხმოვანი სიგნალის მიცემით მოსთხოვოს მას მოძრაობის შეფერხების შეწყვეტა
4
# 1660 მოძრაობის უსაფრთხოება
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1 ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
2 განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
3 შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
4
# 1661 მოძრაობის უსაფრთხოება
შეიძლება თუ არა გადამზიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით?
1 შეიძლება
2 არ შეიძლება
3
4
# 1662 მოძრაობის უსაფრთხოება
გადამზიდველი პასუხს აგებს:
1 მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის
2 მხოლოდ მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის. მგზავრის ბარგის დაზიანებისათვის ან დაკარგვისათვის გადამზიდველს არ შეიძლება დაეკისროს პასუხიმგებლობა
3
4
# 1663 მოძრაობის უსაფრთხოება
ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?
1 ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
2 ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
3
4
# 1695 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:
1 ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე
2 დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე
3 სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს
4