# 1270 ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
ბილეთი #1270
რომელ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1 ველოსიპედის მძღოლს
2 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
3
4
# 1276 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #1276
მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქ სიგნალზე?
1 ვალდებულია
2 არ არის ვალდებული
3
4
# 1280 სამედიცინო დახმარება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოსაცილებლად აუცილებლად უნდა:
1 რამდენჯერმე ხელისგული დავარტყათ ზურგზე, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დავდგეთ დაშავებულის უკან, ქვედა ნეკნის დონეზე მუცელთან ხელები მუშტად გადავაჭდოთ ერთმანეთს, ერთდროულად მოვახდინოთ დაწოლა ნეკნებზე და მკვეთრად დავაწვეთ მუშტებით მუცლის არეში შიდა და ზედა მიმართულებით
2 დაშავებული დავაყენოთ მუხლებზე სახით დაბლა და რამდენჯერმე მუშტი დავარტყათ ზურგზე
3
4
# 1281 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #1281
რა მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
1 მხოლოდ B და C მიმართულებით
2 მხოლოდ A, B და D მიმართულებით
3 მხოლოდ A და D მიმართულებით
4 ყველა მიმართულებით
# 1282 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #1282
რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა თუ მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მოძრაობას მარცხნივ?
1 მხოლოდ პირდაპირ
2 მხოლოდ მარცხნივ
3 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
4 ყველა მიმართულებით
# 1283 სამედიცინო დახმარება
ნებადართულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულისათვის სამკურნალო პრეპარატების მიცემა?
1 ნებადართულია
2 არ არის ნებადართული
3
4
# 1284 სამედიცინო დახმარება
არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:
1 გასწორებული ხელი ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
2 იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
3
4
# 1286 მოძრაობის უსაფრთხოება
დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:
1 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
2 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
3 ისე, როგორც რეალურადაა
4
# 1287 მოძრაობის უსაფრთხოება
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას ჩართული პირველი გადაცემით ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი:
1 იზრდება
2 მცირდება
3
4
# 1290 მოძრაობის უსაფრთხოება
სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს:
1 დაბლა
2 მაღლა
3
4