# 1431
მოძრაობის უსაფრთხოება
მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილის მძღოლმა, უნდა:
1
გამორთოს გადაბმულობა
2
ჩართული გადაბმულობით მდორედ დაამუხრუჭოს
3
სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოცურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია
4
# 1475
მოძრაობის უსაფრთხოება
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი გვერდითი ინტერვალის გაზრდა?
1
მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
2
მხოლოდ გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
3
მხოლოდ სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 1577
მოძრაობის უსაფრთხოება
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
1
უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
2
უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
3
4
# 1579
მოძრაობის უსაფრთხოება
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:
1
უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია
2
უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია
3
როგორც სინამდვილეშია
4
# 1591
მოძრაობის უსაფრთხოება
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას როგორ იცვლება მძღოლის მხედველობის არე?
1
მხედველობის არე ფართოვდება
2
მხედველობის არე ვიწროვდება
3
მხედველობის არე არ იცვლება
4
# 1608
მოძრაობის უსაფრთხოება
ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?
1
მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
2
მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
3
მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
# 1609
მოძრაობის უსაფრთხოება
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრხე იზრდება:
1
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
2
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 1635
მოძრაობის უსაფრთხოება
ჩამოთვლილი გარემოებიდან, რომელი მიანიშნებს ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯვის მკვეთრ მომატებაზე?
1
მხოლოდ მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი
2
მხოლოდ მაყუჩიდან ჟონვადი კონდენსირებული სითხე
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
4
# 1650
მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ უნდა მოიქცეს უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება?
1
სიჩქარის შემცირებისას ყოველთვის გამოიყენოს სადგომი მუხრუჭი
2
მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოქმედება სწორია
4
# 1654
მოძრაობის უსაფრთხოება
რა ფუნქციებს ასრულებს რესივერი ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში?
1
უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას
2
უზრუნველყობს ჰაერიდან კონდენსატის გამოყოფას
3
ზრდის ჰაერის წნევას
4
ზრდის დამუხრუჭების ძალას