# 997
ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას შესაბმელი, სასაპალნე ან საჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრეებმა, მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიონ:
1
მხოლოდ წინ -სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე
2
მხოლოდ უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე
3
წინ -სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე, ხოლო უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე
4
# 999
უწესივრობა და მართვის პირობები
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულზე. დაარღვევს თუ არა იგი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში არ ჩართავს საგაბარიტო სინათლეებს?
1
დაარღვევს
2
არ დაარღვევს
3
4
# 1000
უწესივრობა და მართვის პირობები
აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ დღე-ღამის ბნელ დროს მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა უკანა საგაბარიტო სინათლეები?
1
აქვს უფლება
2
არ აქვს უფლება
3
4
# 1001
უწესივრობა და მართვის პირობები
არღვევს თუ არა მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სურათზე მითითებულ ადგილას ავტომანქანა გაჩერებულია გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად?
1
არღვევს
2
არ არღვევს
3
4
# 1002
სპეციალური სიგნალის გამოყენება
ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლი, მიუხედავად საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებისა, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ სარგებლობს პრიორიტეტით, თუ ჩართული აქვს:
1
ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი
2
ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალები
3
ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები
4
# 1003
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით მოძრავ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მინიჭებული პრიორიტეთით სარგებლობის უფლება აქვს:
1
ამ ბილეთში ჩამოთვლილ არცერთ შემთხვევაში
2
ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა უთმობენ, თუ არა მას გზას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
3
მხოლოდ მაშინ, როცა იგი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ
4
# 1004
სპეციალური სიგნალის გამოყენება
ვალდებულია თუ არა, საგზაო მოძრაობის მონაწილე გზა დაუთმოს ჩართული ახლო ნათების ფარებით მოძრავ იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული სამსახურის სატრანსპორტო საშუალება ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით?
1
ვალდებულია
2
არ არის ვალდებული
3
4
# 1005
სპეციალური სიგნალის გამოყენება
ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები ან/და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან:
1
დაუყოვნებლივ გაჩერდნენ ყოფნის ადგილას
2
გაანთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ
3
გადაჯგუფდნენ თანმხვედრი მიმართულების უკიდურეს მარცხენა ზოლზე
4
# 1006
სპეციალური სიგნალის გამოყენება
ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას, მძღოლმა უნდა:
1
განაგრძოს გზა სიჩქარის შეუცვლელად
2
შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერების შესაძლებლობა
3
გაზარდოს სიჩქარე, რათა დროულად გაიაროს აღნიშნული ადგილი
4
# 1007
სპეციალური სიგნალის გამოყენება
მძღოლს, რომელსაც სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს, თუ:
1
ჩართული აქვს ახლო განათების ფარები
2
უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას
3
ავტომობილზე დამაგრებულია დროებითი საგზაო ნიშნები
4