# 935
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დაბინდებიდან გათენებამდე, ასევე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერებისა ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და მათი მისაბმელები აღნიშნული უნდა იყვნენ:
1
შორი განათების ფარებით
2
წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით
3
ახლო განათების ფარებით
4
წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები
# 936
მოძრაობის სიჩქარე
საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ უნდა ჩაირთოს:
1
მხოლოდ დღე-ღამის ბნელ დროს ავტომატარებლის მოძრაობისას
2
ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც
3
მხოლოდ ავტომატარებლის მოძრაობისას არასაკმარისი ხილვადობის პერიოდში
4
# 937
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ჩართული უნდა იყოს:
1
მხოლოდ ახლო ან შორი განათების ფარები
2
მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარები
3
ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
4
მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები
# 938
ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
საცნობი ნიშნი „ავტომატარებელი” სავალდებულოა დამაგრდეს:
1
მხოლოდ ავტომატარებელზე
2
მხოლოდ შესახსრებულ ავტობუსზე
3
როგორც ავტომატარებელზე, ასევე შესახსრებულ ავტობუსზე
4
# 939
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე დატვირთვის განსაზღვრისას, სატრანსპორტო საშუალების განივ ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული, კონსტრუქციულად განცალკევებული ღერძები განიხილება, როგორც:
1
დამოუკიდებელი ღერძები
2
ერთი მთლიანი ღერძი
3
ერთი მთლიანი ღერძი - არაწამყვანი ღერძის შემთხვევაში, დამოუკიდებული ღერძები - წამყვანი ღერძის შემთხვევაში
4
# 948
საგზაო მონიშვნა
შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:
1
თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით
2
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ
3
კანონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად
4
# 949
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება:
1
გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი
2
გამყოფი ზოლის მარჯვნივ არსებული სავალი ნაწილი
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი
4
# 950
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:
1
თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა
2
საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა
3
4
# 951
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ:
1
არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
2
არ შეუქმნის საფრთხეს მხოლოდ მის უკან ან გვერდზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
3
4
# 952
საგზაო მონიშვნა
ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებულ უსაფრთხოების კუნძულს ან ტუმბოს მძღოლმა უნდა შემოუაროს:
1
მხოლოდ მარცხენა მხრიდან
2
მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
3
მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან
4