# 918
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„შეზღუდული ხილვადობა“ არის:
1
გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება
2
გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას
3
4
# 922
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„მსუბუქი მისაბმელი“ არის:
1
მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს
2
მისაბმელი, რომლის დაუტვირთავი წონა არ აღემატება 850 კგ-ს
3
მისაბმელი, რომლის სრული მასა არ აღემატება 950 კგ-ს
4
# 925
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
სატრანსპორტო საშუალების “სრული მასა” არის:
1
სატრანსპორტო საშუალების მასა ეკიპაჟის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
2
მოცემული დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების, ეკიპაჟისა და მგზავრების მასა
3
ტვირთით, ეკიპაჟითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი
4
სატრანსპორტო საშუალების მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას
# 928
გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
მძღოლმა ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოიყენოს:
1
მხოლოდ დროული გაფრთხილებისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
2
მხოლოდ დასახლებული პუნქტების გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 929
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მანევრის დაწყებამდე შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებლის ჩართვა მძღოლს:
1
ანიჭებს უპირატესობას
2
არ ანიჭებს უპირატესობას მხოლოდ ოპერატიული სამსახურის სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
3
არ ანიჭებს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
4
# 930
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მძღოლის მიერ მიცემული ხმოვანი სიგნალის ხანგრძლივობა:
1
უნდა იყოს არა უმეტეს 3 წამისა
2
უნდა იყოს არა უმეტეს 5 წამისა
3
არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია
4
# 931
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1
ხმოვანი სიგნალი
2
ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3
საავარიო შუქსიგნალიზაცია
4
ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
# 932
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს:
1
ხმოვანი სიგნალი
2
ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3
საავარიო შუქსიგნალიზაცია
4
ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
# 933
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დასაშვებია თუ არა გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის გამოყენება:
1
დასაშვებია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში
2
დასაშვებია, მხოლოდ დასახლებულ პუნქტში
3
დასაშვებია, როგორც დასახლებულ, აგრეთვე დაუსახლებელ პუნქტებში
4
დაუშვებელია
# 934
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არ არის ვალდებული მძღოლი მანევრის დაწყებამდე ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი?
1
საცხოვრებელ ზონაში
2
მიმდებარე ტერიტორიაზე
3
ეზოს ტერიტორიაზე
4
ვალდებულია ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას