# 834
მოძრაობის უსაფრთხოება
მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა:
1
შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას
2
დამუხრუჭებისათვის დამატებით უნდა გამოიყენოს ხელის მუხრუჭი
3
მიმართულების შეცვლა უნდა განახორციელოს საჭის მკვეთრი მობრუნებითა და სიჩქარის მომატებით
4
# 835
მოძრაობის უსაფრთხოება
წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:
1
შეამციროს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
2
შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
3
ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
4
# 836
მოძრაობის უსაფრთხოება
წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა
2
მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება
3
იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთან, ნალექი აუარესებს ხილვადობას
4
# 837
მოძრაობის უსაფრთხოება
წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა:
1
შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით
2
შეამციროს სიჩქარე მკვეთრი დამუხრუჭებით
3
გაზარდოს სიჩქარე
4
# 838
მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა
2
მოსახვევში შესასვლელად სიჩქარის შემცირება უნდა განხორციელდეს მკვეთრი დამუხრუჭებით
3
მიზანშეწონილია მოხვევა განხორციელდეს მაღალი სიჩქარით
4
# 839
მოძრაობის უსაფრთხოება
გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
მიზანშეწონილია გუბეში გავლისას სიჩქარის გაზრდა
2
გართულებულია სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება, ამასთან, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა
3
მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება
4
# 840
მოძრაობის უსაფრთხოება
თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია:
1
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მომატება
2
კოფეინის შემცველი სითხის მიღება
3
სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, შესაძლებლობის შემთხვევაში საჭესთან სხვა მძღოლის დასმა
4
# 841
მოძრაობის უსაფრთხოება
თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან:
1
უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება
2
ორი გაბმული და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალის მიცემით უნდა მოუწოდოს აგრესიულ მძღოლს სიმშვიდისაკენ
3
თვითონაც უნდა გამოიჩინოს აგრესიულობა
4
# 842
მოძრაობის უსაფრთხოება
დიდი ხნის განმავლობაში მაღალი სიჩქარით სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა იწვევს:
1
სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო სისტემის მწყობრიდან გამოსვლას
2
მძღოლის კონცენტრაციისა და მაღალი სიჩქარის შეგრძნების დაქვეითებას
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებას
4
# 843
მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს:
1
აგრესიულად, როგორც უპირატესმა გზაზე
2
მშვიდად, თუმცა უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე
3
მშვიდად და არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას, არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე
4