# 576 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
ერთდროულად „C“ და „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს, დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით, რვაზე მეტი მგზავრის გადაყვანის უფლება აქვს, „C“ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან არანაკლებ:
1 ერთი წლის შემდეგ
2 სამი წლის შემდეგ
3 ორი წლის შემდეგ
4
# 860 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
დასახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
1 არა უმეტეს 2 წამისა
2 არანაკლებ 2 წამისა
3 არა უმეტეს 5 წამისა
4 არანაკლებ 7 წამისა
# 862 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
დასახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
1 არა უმეტეს 2 წამისა
2 არანაკლებ 4 წამისა
3 არანაკლებ 6 წამისა
4 არანაკლებ 9 წამისა
# 863 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
დაუსახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:
1 არა უმეტეს 4 წამისა
2 არანაკლებ 6 წამისა
3 არანაკლებ 9 წამისა
4 12 წამზე ნაკლები
# 899 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
ჩამოთვლილიდან, რომელი შეიძლება გახდეს სატრანსპორტო საშუალებაზე უკნიდან შეჯახების მიზეზი?
1 მხოლოდ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების უეცარი და მკვეთრი დამუხრუჭება
2 მხოლოდ წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან არასათანადოდ დაცული დისტანცია
3 მხოლოდ მძღოლის უყურადღებობა
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
# 911 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
“სამუხრუჭო მანძილი” არის:
1 გზაზე მოძრაობის შენელების ზოლის სიგრძე
2 კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური მანძილი, რომლის ფარგლებშიც სავალდებულოა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გაჩერება
3 მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე
4
# 1003 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით მოძრავ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მინიჭებული პრიორიტეთით სარგებლობის უფლება აქვს:
1 ამ ბილეთში ჩამოთვლილ არცერთ შემთხვევაში
2 ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა უთმობენ, თუ არა მას გზას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
3 მხოლოდ მაშინ, როცა იგი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ
4
# 1085 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
მკვეთრი დამუხრუჭებით სატრანსპორტო საშუალების გაჩერება დასაშვებია:
1 მხოლოდ მარეგულირებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნის შემთხვევაში
2 მხოლოდ შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალების ერთობლივად ჩართვის შემთხვევაში
3 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 1294 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია:
1 პერიოდული მკვეთრი დამუხრუჭება გამორთული გადაბმულობით
2 პერიოდული მდორე დამუხრუჭება ჩართული გადაბმულობითა და გადაცემათა კოლოფით
3 დამუხუჭება ძრავით
4
# 1295 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა გადაცემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს რომ:
1 რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს გადაცემა
2 რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს გადაცემა
3 გადაცემის შერჩევა დამოკიდებული არ არის დაღმართის სიმკვეთრეზე
4