# 306
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილ შემთხვევებში უფლება აქვს შევიდეს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ ადგილებში, ვალდებულია:
1
მისცეს ხმოვანი სიგნალი და იმოძრაოს არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით
2
ჩართოს ახლო ნათების ფარები და ქვეითთა ყურადღების მისაპყრობად მისცეს ხმოვანი სიგნალი
3
გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და იმოძრაოს დაბალი სიჩქარით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს
4
# 403
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს მარცხნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებელი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
არ არის ვალდებული
2
ვალდებულია
3
4
# 410
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე მოხვევის შუქ-მაჩვენებლებით ან ხელით მიცემული სიგნალი მძღოლს:
1
ანიჭებს უპირატესობას
2
ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
3
არ ანიჭებს უპირატესობას, არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან
4
# 411
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მძღოლის მიერ მანევრის შესრულების განზრახვის თაობაზე, შესაბამისი მოხვევის შუქ-მაჩვენებლებით სიგნალი უნდა მიეცეს:
1
მანევრის დაწყებისას და შეწყდეს მანევრის დასრულებამდე
2
დროულად, მანევრის დაწყების წინ და შეწყდეს დაუყოვნებლივ მისი დასრულებისთანავე
3
4
# 538
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას ვალდებულია თუ არა მოპედის მძღოლი გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას?
1
ვალდებულია
2
არ არის ვალდებული
3
4
# 820
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
ჩართული გარე სანათი ხელსაწყოების ან ღია კარების მქონე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების გასწვრივ მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:
1
მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაზარდოს სიჩქარე
2
გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება
3
შეამციროს სიჩქარე და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია, რათა გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების უეცარი დაძვრის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოს საფრთხის თავიდან აცილება
4
# 830
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მძღოლმა უნდა:
1
ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შეამციროს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
2
შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
3
ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და იმოძრაოს სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა მხარეს
4
# 927
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მძღოლმა ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოიყენოს:
1
ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი შეხედულებით
2
მხოლოდ დროული გაფრთხილებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
3
გზაჯვარედინზე უპირატესობის მოთხოვნისათვის
4
# 930
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მძღოლის მიერ მიცემული ხმოვანი სიგნალის ხანგრძლივობა:
1
უნდა იყოს არა უმეტეს 3 წამისა
2
უნდა იყოს არა უმეტეს 5 წამისა
3
არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია
4
# 931
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1
ხმოვანი სიგნალი
2
ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3
საავარიო შუქსიგნალიზაცია
4
ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა