# 1727
მოძრაობის უსაფრთხოება
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:
1
პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე
2
მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე
3
სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე
4
პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე
# 1728
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
თუ ავტომობილი აღჭურვილია მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS):
1
მძღოლს შეუძლია დამუხრუჭება დაიწყოს მოგვიანებით, რადგან სამუხრუჭო მანძილი მცირდება
2
მატულობს სამუხრუჭო სისტემის სიმძლავრე
3
ასეთი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ მართვადია
4
# 1737
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?
1
დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის
2
უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას
3
დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე
4
# 1742
ეკო ტესტები
რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?
1
უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
2
მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
3
4
# 1743
ეკო ტესტები
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:
1
ძრავის ჰაერის ფილტრი
2
მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი
3
4
# 1744
ეკო ტესტები
რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?
1
ზრდის საწვავის მოხმარებას
2
ამცირებს საბურავების ცვეთას
3
ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას
4
# 1745
ეკო ტესტები
როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?
1
როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
2
როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
3
როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
4
# 1746
ეკო ტესტები
სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:
1
ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
2
აბინძურებს გარემოს
3
ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
4
# 1747
ეკო ტესტები
რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?
1
საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე
2
არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
3
შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე
4
# 1748
ეკო ტესტები
რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?
1
საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
2
გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
3
მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
4