# 1658
მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ უნდა მოიქცეს ავტობუსის მძღოლი, თუ მის წინ მიმავალი ავტომობილი უსაფუძვლოდ მოძრაობს მეტისმეტად დაბალი სიჩქარით?
1
უნდა გააგრძელოს მის უკან მოძრაობა მანამდე სანამ არ მიეცემა უსაფრთხოდ გასწრების შესაძლებლობა
2
მაქსიმალურად მიუახლოვდეს უკნიდან, რათა აიძულოს იგი გაზარდოს სიჩქარე
3
იმოძრაოს უსაფრთხო დისტანციაზე და ხმოვანი სიგნალის მიცემით მოსთხოვოს მას მოძრაობის შეფერხების შეწყვეტა
4
# 1660
მოძრაობის უსაფრთხოება
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1
ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
2
განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
3
შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
4
# 1661
მოძრაობის უსაფრთხოება
შეიძლება თუ არა გადამზიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით?
1
შეიძლება
2
არ შეიძლება
3
4
# 1662
მოძრაობის უსაფრთხოება
გადამზიდველი პასუხს აგებს:
1
მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის
2
მხოლოდ მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის. მგზავრის ბარგის დაზიანებისათვის ან დაკარგვისათვის გადამზიდველს არ შეიძლება დაეკისროს პასუხიმგებლობა
3
4
# 1663
მოძრაობის უსაფრთხოება
ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?
1
ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
2
ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
3
4
# 1695
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:
1
ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე
2
დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე
3
სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს
4
# 1696
მოძრაობის უსაფრთხოება
რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?
1
დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
2
დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
3
აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
4
# 1697
მოძრაობის უსაფრთხოება
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:
1
უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
2
უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
3
ისე, როგორც რეალურადაა
4
# 1698
გზაჯვარედინის გავლა
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1
მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში
2
მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემდეგ
3
სიჩქარის შეუცვლელად, მიუხედავად გადასასვლელზე არსებული სიტუაციისა
4
# 1725
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?
1
მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის
2
მხოლოდ საბურავების
3
მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის