# 1299
მოძრაობის უსაფრთხოება
სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს:
1
წინასწარ შერჩეული დაბალი გადაცემით და სიჩქარით, მკვეთრი მობრუნებებისა და გაჩერებების გარეშე
2
გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად გადაცემისა და სიჩქარის ცვლილებით
3
4
# 1301
მოძრაობის უსაფრთხოება
აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, რომელ მომენტშია მიზანშეწონილი სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება?
1
მოძრაობის დაწყებამდე
2
მოძრაობის დაწყების შემდეგ
3
მოძრაობის დაწყებასთან ერთდროულად
4
# 1302
რკინიგზის გადასასვლელი
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ზამთრის პირობებში აღნიშნულ გაჩერებაზე მოძრაობისას უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
მრავალჯერადი დამუხრუჭების შედეგად წარმოიქმნება მოყინული მონაკვეთი
2
მოძრაობის დიდი ინტესივობის გამო გზის სავალი ნაწილის საფარი მშრალია
3
გზის სავალი ნაწილის საფარი ზამთრის პირობების გამო არ იცვლება
4
# 1304
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მძღოლმა უნდა მოახდინოს:
1
ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით თვლების სრულ ბლოკირებამდე
2
თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე
3
4
# 1305
მოძრაობის უსაფრთხოება
მოსახვევში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა:
1
მცირდება
2
იზრდება
3
არ იცვლება
4
# 1306
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:
1
ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას
2
მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას
3
4
# 1307
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა:
1
იზრდება
2
მცირდება
3
არ იცვლება
4
# 1308
მოძრაობის უსაფრთხოება
თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მან უნდა:
1
ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
2
მრავალჯერადი მდორე დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
3
მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით
4
# 1309
მოძრაობის უსაფრთხოება
წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა მუხრუჭის ეფექტურობის აღსადგენად უნდა:
1
გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით
2
იმოძრაოს სადგომი მუხრუჭის ნახევრად ამოწეული ბერკეტით
3
გააგრძელოს მოძრაობა სიფრთხილით, სარემონტო ადგილამდე
4
# 1313
მოძრაობის უსაფრთხოება
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს:
1
მხედველობის არეზე მეტი
2
მხედველობის არეზე ნაკლები
3
4