# 1285
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
როგორ იცვლება მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი მისაბმელით მოძრაობისას, თუ მისაბმელს არ გააჩნია სამუხრუჭე სისტემა?
1
მცირდება
2
იზრდება
3
არ იცვლება
4
# 1286
მოძრაობის უსაფრთხოება
დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:
1
უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
2
უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
3
ისე, როგორც რეალურადაა
4
# 1287
მოძრაობის უსაფრთხოება
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას ჩართული პირველი გადაცემით ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი:
1
იზრდება
2
მცირდება
3
4
# 1288
მოძრაობის უსაფრთხოება
მოსახვევში მოძრაობისას მსუბუქი ავტომობილი რომელ შემთხვევაშია მეტად მდგრადი გადაყირავების წინააღმდეგ?
1
მგზავრებით, მაგრამ ტვირთის გარეშე
2
ტვირთით, მაგრამ მგზავრების გარეშე
3
მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
4
# 1290
მოძრაობის უსაფრთხოება
სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს:
1
დაბლა
2
მაღლა
3
4
# 1294
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია:
1
პერიოდული მკვეთრი დამუხრუჭება გამორთული გადაბმულობით
2
პერიოდული მდორე დამუხრუჭება ჩართული გადაბმულობითა და გადაცემათა კოლოფით
3
დამუხუჭება ძრავით
4
# 1295
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა გადაცემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს რომ:
1
რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს გადაცემა
2
რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს გადაცემა
3
გადაცემის შერჩევა დამოკიდებული არ არის დაღმართის სიმკვეთრეზე
4
# 1296
მოძრაობის უსაფრთხოება
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე სატრანსპორტო ნაკადის:
1
სიჩქარეზე საგრძნობლად მეტია
2
სიჩქარეზე საგრძნობლად ნაკლებია
3
სიჩქარის ტოლია
4
# 1297
მოძრაობის უსაფრთხოება
მოსახვევში მოძრაობისას წინა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:
1
დაამუხრუჭოს და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
2
შეამციროს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
3
ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება
4
# 1298
მოძრაობის უსაფრთხოება
მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:
1
დაამუხრუჭოს და მოაბრუნოს საჭე მოცურების მხარეს
2
ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
3
ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
4