# 1064
სამედიცინო დახმარება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ:
1
წვივზე, ჭრილობის ზემოთ
2
ბარძაყზე
3
4
# 1065
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
სატრანსპორტო საშულებაზე გადასაზიდი ტვირთის განთავსებისას ან/და დამაგრებისას ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მოთხოვნის გათვალისწინება არ არის სავალდებულო?
1
საფრთხე არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე
2
არ უნდა იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ უნდა დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა
3
არ უნდა დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ხელით მისაცემი სიგნალები
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნის გათვალისწინება სავალდებულოა
# 1066
მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა:
1
მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას
2
კვების სისტემის ჰერმეტულობის დარღვევისას
3
მაყუჩის გაუმართაობისას
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
# 1067
მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს და უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა:
1
მხოლოდ მგზავრობის დაწყებამდე
2
მგზავრობის დაწყებამდე და მგზავრობისას
3
მხოლოდ მგზავრობისას
4
# 1068
მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1
არ მუშაობს გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა
2
გაუმართავია სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობა
3
არ მუშაობს სპიდომეტრი
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 1069
უწესივრობა და მართვის პირობები
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1
არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
2
დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად ჩამქრალია ახლო და შორი განათების ფარები (ან მათ გარეშე) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეები იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა
3
მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ რეჟიმში
4
დარღვეულია კვების სისტემის ჰერმეტულობა
# 1070
მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1
გაუმართავია გადამუშავებული აირების გამოშვების სისტემა
2
არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკანა ხედვის სარკე
3
მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდი უმოქმედოა ნისლის, წვიმის ან თოვის დროს
4
უსაფრთხოების ღვედები არამუშა მდგომარეობაშია
# 1071
სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსი საძილე არტერიაზე, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შემოწმდეს პულსი?
1
ყოველ 2 წუთში
2
ყოველ 5 წუთში
3
ყოველ 6 წუთში
4
# 1073
ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დარწმუნდეს რომ ავარიის შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები ან დაღუპულები?
1
ვალდებულია
2
ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექიმია
3
არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
4
არ არის ვალდებული, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალით
# 1074
თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, ვალდებულია:
1
გადაიყვანოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში და იქ განაცხადოს მომხდარი ფაქტის შესახებ
2
შეადგინოს შემთხვევის სქემა, ჩამოართვას ჩვენებები თვითმხილველებს და აღნიშნული დოკუმენტები წარადგინოს საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში
3
დარჩეს შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას
4