# 974 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
თუ ავტომობილი აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს:
1 თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ორი
2 წითელი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ოთხი
3 წითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ერთი
4
# 975 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი უნდა იყოს:
1 წითელი ფერის
2 თეთრი ფერის
3 ყვითელი ფერის
4
# 976 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა:
1 მხოლოდ ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას
2 მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე
3 მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში
# 977 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ მიანიშნებს ამის აუცილობლობაზე, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემხვედრის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ:
1 150 მეტრის მანძილზე
2 200 მეტრის მანძილზე
3 300 მეტრის მანძილზე
4
# 978 მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ მოქმედებს ალკოჰოლო მძღოლის რეაქციაზე?
1 გავლენას არ ახდენს რეაქციაზე
2 ამცირებს რეაქციის დროს
3 ზრდის რეაქციის დროს
4
# 979 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად ჩაირთოს ახლო განათების ფარები:
1 როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა
2 საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისას
3 თუ ხილვადობა 300 მეტრზე ნაკლებია
4
# 980 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში მოძრაობისას, თუ გზა საკმარისად არის განათებული:
1 უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები
2 უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები
3 უნდა ჩაირთოს შორი განათების ფარები
4
# 981 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
უკუსვლის მაშუქების ჩართვა ნებადართულია:
1 მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას
2 მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ამუხრუჭებს
3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში
4
# 982 მოძრაობის სიჩქარე
დღის ნათელ დროს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას ჩართული უნდა იყოს:
1 საავარიო შუქსიგნალიზაცია
2 ახლო განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
3 შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
4 მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები
# 983 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა:
1 დასაშვებია
2 დაუშვებელია
3 დასაშვებია, მხოლოდ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებზე
4