# 927 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მძღოლმა ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოიყენოს:
1 ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი შეხედულებით
2 მხოლოდ დროული გაფრთხილებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
3 გზაჯვარედინზე უპირატესობის მოთხოვნისათვის
4
# 930 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მძღოლის მიერ მიცემული ხმოვანი სიგნალის ხანგრძლივობა:
1 უნდა იყოს არა უმეტეს 3 წამისა
2 უნდა იყოს არა უმეტეს 5 წამისა
3 არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია
4
# 931 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1 ხმოვანი სიგნალი
2 ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3 საავარიო შუქსიგნალიზაცია
4 ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
# 932 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს:
1 ხმოვანი სიგნალი
2 ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3 საავარიო შუქსიგნალიზაცია
4 ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
# 933 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დასაშვებია თუ არა გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის გამოყენება:
1 დასაშვებია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში
2 დასაშვებია, მხოლოდ დასახლებულ პუნქტში
3 დასაშვებია, როგორც დასახლებულ, აგრეთვე დაუსახლებელ პუნქტებში
4 დაუშვებელია
# 934 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არ არის ვალდებული მძღოლი მანევრის დაწყებამდე ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი?
1 საცხოვრებელ ზონაში
2 მიმდებარე ტერიტორიაზე
3 ეზოს ტერიტორიაზე
4 ვალდებულია ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
# 935 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დაბინდებიდან გათენებამდე, ასევე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერებისა ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და მათი მისაბმელები აღნიშნული უნდა იყვნენ:
1 შორი განათების ფარებით
2 წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით
3 ახლო განათების ფარებით
4 წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები
# 937 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ჩართული უნდა იყოს:
1 მხოლოდ ახლო ან შორი განათების ფარები
2 მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარები
3 ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
4 მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები
# 942 მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
1 ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
2 სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
3 სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
4
# 947 მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულება დადგენილია:
1 მარცხენა მხარეს
2 მარჯვენა მხარეს
3 როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს
4