# 443 გაჩერება დგომა
აკრძალულია თუ არა დაუსახლებელ პუნქტში 2.1 საგზაო ნიშნით („მთავარი გზა“) აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების დგომა?
1 არ არის აკრძალული
2 არ არის აკრძალული, მხოლოდ იმ გზაზე, რომელზეც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის სულ მცირე ორი ზოლია
3 აკრძალულია
4
# 487 გაჩერება დგომა
ბილეთი #487
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს დასახლებულ პუნქტში, სურათზე მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
1 არ აქვს უფლება
2 აქვს უფლება
3
4
# 494 გაჩერება დგომა
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ ადგილებში გავლამდეა ვალდებული ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლი დარწმუნდეს გავლის უსაფრთხოებაში?
1 მხოლოდ ხიდებისა და ესტაკადების ქვეშ
2 მხოლოდ მაღალძაბვის გადამცემის ქვეშ
3 მხოლოდ გვირაბებში ან სხვა მსგავს ადგილებში
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
# 495 გაჩერება დგომა
აქვს თუ არა უფლება მძღოლს, საფრთხის შემთხვევაში, გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება საგზაო ნიშნით აღნიშნულ იმ გვირაბში, რომელშიც არარსებობს სპეციალურად გაჩერებისთვის მონიშნული ადგილები?
1 არ აქვს უფლება
2 აქვს უფლება
3
4
# 496 გაჩერება დგომა
დასაშვებია თუ არა საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში ჩართული ძრავით დგომა?
1 დასაშვებია
2 არ არის დასაშვები
3
4
# 499 გაჩერება დგომა
სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან, თუ ეს აბრკოლებს სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:
1 15 მეტრზე ახლოს
2 25 მეტრზე ახლოს
3 30 მეტრზე ახლოს
4
# 501 გაჩერება დგომა
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება იმ ესტაკადების, ხიდებისა და გზაგამტარების ქვეშ, სადაც არარსებობს გაჩერებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები?
1 აკრძალულია, მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონაზე მეტია
2 აკრძალულია
3 არ არის აკრძალული
4
# 536 გაჩერება დგომა
ნებადართულია თუ არა გზის სავალი ნაწილის მხრიდან ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა?
1 არ არის ნებადართული
2 ნებადართულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს
3
4
# 811 გაჩერება დგომა
დასაშვებია თუ არა მგზავრის სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდომა სავალი ნაწილის მხრიდან?
1 დაუშვებელია
2 დასაშვებია, თუ ტროტუარის ან გვერდულის მხრიდან ჩაჯდომა შეუძლებელია და იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს
3 დასაშვებია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში
4
# 886 გაჩერება დგომა
„გაჩერება“ ნიშნავს:
1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას სატრანსპორტო ნაკადში
2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებელის მოთხოვნათა გამო
3 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის
4