# 814 გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
გზაზე გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი -„ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ვალდებულია:
1 მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს შეუჩერებლივ
2 გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და არ დაძრას იგი, სანამ აღნიშნული ავტობუსი არ გააგრძელებს მოძრაობას
3 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას
4
# 815 გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
ვალდებულია თუ არა გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, გზა დაუთმოს თეთრი ფერის ხელჯოხით მოძრავ უსინათლო ქვეითს, რომელიც კვეთს სავალ ნაწილს?
1 ვალდებულია ყველა შემთხვევაში
2 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
3 არ არის ვალდებული
4
# 816 გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
რა შემთხვევაშია ვალდებული მძღოლი, გზა დაუთმოს გამყოლ ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს?
1 ვალდებულია ყველა შემთხვევაში
2 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
3 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
4
# 1065 გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
სატრანსპორტო საშულებაზე გადასაზიდი ტვირთის განთავსებისას ან/და დამაგრებისას ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მოთხოვნის გათვალისწინება არ არის სავალდებულო?
1 საფრთხე არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე
2 არ უნდა იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ უნდა დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა
3 არ უნდა დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ხელით მისაცემი სიგნალები
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნის გათვალისწინება სავალდებულოა
# 1144 გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
ბილეთი #1144
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?
1 მხოლოდ I
2 მხოლოდ II და III
3 მხოლოდ II და IV
4 მხოლოდ III
# 1169 გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
ბილეთი #1169
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელის მოქმედების ზონაში არ არის აკრძალული მობრუნება?
1 მხოლოდ II და IV
2 მხოლოდ I და III
3 მხოლოდ III და IV
4 მხოლოდ II და III
# 1272 გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
ბილეთი #1272
რა მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთზე?
1 მხოლოდ A მიმართულებით
2 მხოლოდ B მიმართულებით
3 როგორც A, ასევე B მიმართულებით
4
← წინა 1 2 შემდეგი →