# 889
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა)“ არის:
1
საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შედარებით, პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით
2
საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება არ განაგრძოს ან არ განაახლოს მოძრაობა, ან არ განახორციელოს მანევრი, თუ ეს უპირატესობის (პრიორიტეტის) მქონე მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის, უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე
3
4
# 891
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„დასახლებული პუნქტი“ არის:
1
ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი
2
ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის
3
განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით
4
# 892
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„დატვირთული მასა“ არის:
1
სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგითა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტით
2
ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
3
მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით
4
# 893
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„დაუტვირთავი მასა“ არის:
1
ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით
2
მოცემულ დროის მონაკვეთში დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით
3
სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
4
# 900
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„მიმდებარე ტერიტორია“ არის:
1
ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა)
2
გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულისა, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა)
3
ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით
4
# 902
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„მოძრაობის ზოლი“ არის:
1
კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს
2
მოძრაობისთვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი
3
გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე
4
# 905
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„ნებადართული მაქსიმალური მასა“ არის:
1
მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით
2
ტვირთით და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი
3
დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება
4
# 906
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება“ არის:
1
ძრავიანი ან უძრავო სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს
2
ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს ან რომელიც აღნიშულ სიჩქარეს ვერ აჭარბებს, ან ეკრძალება გადაჭარბება ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადებთან
3
ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გზაზე გადაადგილდება არა უმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით
4
# 918
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„შეზღუდული ხილვადობა“ არის:
1
გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება
2
გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას
3
4
# 922
მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„მსუბუქი მისაბმელი“ არის:
1
მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს
2
მისაბმელი, რომლის დაუტვირთავი წონა არ აღემატება 850 კგ-ს
3
მისაბმელი, რომლის სრული მასა არ აღემატება 950 კგ-ს
4