# 1671
მოძრაობის უსაფრთხოება
აქვს თუ არა უფლება გამგზავნს მოსთხოვოს გადამზიდველს გადასაზიდი ტვირთის შემცველობის გადამოწმება?
1
არ აქვს უფლება
2
აქვს უფლება
3
აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულს ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
4
# 1672
მოძრაობის უსაფრთხოება
იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნმა გადამზიდველს მოსთხოვა გადასაზიდი ტვირთის შემცველობის, წონის ან სხვაგვარად მოცემული რაოდენობის გადამოწმება:
1
გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში
2
გადამოწმების შედეგად უნდა შედგეს ე.წ. „რევიზიის აქტი“
3
გადამოწმების შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს
4
უნდა შესრულდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
# 1673
მოძრაობის უსაფრთხოება
გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს:
1
მხოლოდ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე
2
მხოლოდ ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მონაცემები და გარემოება
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი სწორი არ არის
# 1674
მოძრაობის უსაფრთხოება
თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ:
1
გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს
2
გადამზიდველს ტვირთი არ მიუღია
3
გადამზიდველს არც ზედნადები და არც ტვირთი არ მიუღია
4
# 1675
მოძრაობის უსაფრთხოება
ტვირთის გადაზიდვისას, ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის პასუხს აგებს:
1
გამგზავნი
2
გადამზიდველი
3
ტვირთის მიმღები
4
# 1676
მოძრაობის უსაფრთხოება
ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის გადამზიდველს:
1
არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა
2
შეიძლება დაეკისროს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა
3
4
# 1677
მოძრაობის უსაფრთხოება
ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან მიტანის ვადის გადაცილებისათვის გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ:
1
გადაზიდვის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან მიტანის ვადის გადაცილებისათვის გადამზიდველის პასუხისგებლობას
2
აღნიშნული იმ უფლებამოსილი პირის ბრალით ან/და ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს
3
აღნიშნული მოხდა გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლის გამო ან ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალით
4
# 1678
მოძრაობის უსაფრთხოება
რა შემთხვევაში არ ეკისრება პასუხიმგებლობა გამგზავნს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა ქონებას?
1
იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვალდებულებას არ ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
2
იმ შემთხვევაში, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს
3
იმ შემთხვევაში თუ ზედნადებში გაკეთებულია სპეციალური აღნიშვნა, რომლის თანახმად გამგზავნს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა
4
# 1679
მოძრაობის უსაფრთხოება
ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ ზედნადებში არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მონაცემები ტვირთის გადაცემის დღისა და ადგილის, ასევე ტვირთის მიტანის ადგილის შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრება:
1
გამგზავნს
2
გადამზიდველს
3
ტვირთის მიმღებს
4
# 1680
მოძრაობის უსაფრთხოება
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მსჯელობაა სწორი? გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ ზედნადებში არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მონაცემები:
1
გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯების შესახებ (გადაზიდვის ფასი, დამატებით ხარჯების, იმპორტის გადასახადები და სხვა ხარჯები, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე)
2
ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებისა და შეფუთვის სახის შესახებ, აგრეთვე საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნების შესახებ
3
4