# 1301 მოძრაობის უსაფრთხოება
აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, რომელ მომენტშია მიზანშეწონილი სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება?
1 მოძრაობის დაწყებამდე
2 მოძრაობის დაწყების შემდეგ
3 მოძრაობის დაწყებასთან ერთდროულად
4
# 1303 რკინიგზის გადასასვლელი
ავტომატარებლით და შესახსრებული ავტობუსით გასწრების დროს, გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით უსაფრთხო გვერდითი ინტერვალი მიზანშეწონილია არ იყოს:
1 1 მეტრზე ნაკლები
2 1,5 მეტრზე ნაკლები
3 2 მეტრზე ნაკლები
4
# 1304 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მძღოლმა უნდა მოახდინოს:
1 ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით თვლების სრულ ბლოკირებამდე
2 თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე
3
4
# 1305 მოძრაობის უსაფრთხოება
მოსახვევში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა:
1 მცირდება
2 იზრდება
3 არ იცვლება
4
# 1306 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:
1 ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას
2 მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას
3
4
# 1307 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა:
1 იზრდება
2 მცირდება
3 არ იცვლება
4
# 1308 მოძრაობის უსაფრთხოება
თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მან უნდა:
1 ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
2 მრავალჯერადი მდორე დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
3 მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით
4
# 1309 მოძრაობის უსაფრთხოება
წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა მუხრუჭის ეფექტურობის აღსადგენად უნდა:
1 გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით
2 იმოძრაოს სადგომი მუხრუჭის ნახევრად ამოწეული ბერკეტით
3 გააგრძელოს მოძრაობა სიფრთხილით, სარემონტო ადგილამდე
4
# 1313 მოძრაობის უსაფრთხოება
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს:
1 მხედველობის არეზე მეტი
2 მხედველობის არეზე ნაკლები
3
4
# 1314 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
სატრანსპორტო საშუალების რომელი გარე სანათი ხელსაწყოების ჩართვა უზრუნველყოფს გზის უკეთეს ხილვადობას დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში?
1 შორი ნათების ფარები
2 ნისლსაწინააღმდეგო ფარები შორი ნათების ფარებთან ერთად
3 ნისლსაწინააღმდეგო ფარები ახლო ნათების ფარებთან ერთად
4