# 1079 სამედიცინო დახმარება
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ შემთხვევაში არ წარმოექმნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს ავარიის შედეგად დაშავებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვალდებულება?
1 თუ აშკარაა რომ მას (მძღოლს) არ მიუძღვის ბრალი ავარიის მოხდენაში
2 თუ მისი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევაში განადგურდება ნაკვალევი, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად
3 თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მგზავრობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 1080
შეუძლია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად?
1 არ შეუძლიათ, ვინაიდან უფლებამოსილი პირის მოსვლამდე, მათ გააჩნიათ შემთხვევის ადგილზე დარჩენის ვალდებულება
2 შეუძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
3
4
# 1082
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში:
1 განაცხადოს თავისი ვინაობა, (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე
2 განაცხადოს თავისი, დაშავებულისა და ავარიის თვითმხილვევთა ვინაობა, წარადგინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დაახლოებითი სქემა
3
4
# 1084 სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
1 გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში
2 მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში
3 ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში
4
# 1085 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
მკვეთრი დამუხრუჭებით სატრანსპორტო საშუალების გაჩერება დასაშვებია:
1 მხოლოდ მარეგულირებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნის შემთხვევაში
2 მხოლოდ შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალების ერთობლივად ჩართვის შემთხვევაში
3 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 1086 საავარიო შუქური სიგნალიზაცია
თუ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, მაშინ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ჩართოს:
1 ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
2 საავარიო შუქსიგნალიზაცია
3 ხმოვანი სიგნალი
4
# 1087 საავარიო შუქური სიგნალიზაცია
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:
1 ჩართოს შორი განათების ფარები
2 ჩართოს ხმოვანი სიგნალი
3 გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფარანი
4
# 1089 მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
მოტოციკლის, ავტობუსის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს:
1 რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს
2 რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი
3 რომელიც აკმაყოფილებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობას
4
# 1107 გზაჯვარედინის გავლა
„C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, უფლება აქვს მართოს (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა,რომელიც მიეკუთვნება Dკატეგორიას) ავტომობილი, რომლის ნებადართული მასა:
1 არ აღემატება 3500 კგ-ს
2 აღემატება 3500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7500 კგ-ს
3 აღემატება 7500 კგს, მაგრამ არ აღემატება 12000 კგ-ს
4
# 1108 გზაჯვარედინის გავლა
„C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, აგრეთვე უფლება აქვს მართოს "C1" ქვეკატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:
1 აღემატება 750 კგ-ს
2 აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 2500 კგ-ს
3 არ აღემატება 750 კგ-ს
4