# 1068
მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1
არ მუშაობს გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა
2
გაუმართავია სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობა
3
არ მუშაობს სპიდომეტრი
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 1069
უწესივრობა და მართვის პირობები
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1
არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
2
დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად ჩამქრალია ახლო და შორი განათების ფარები (ან მათ გარეშე) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეები იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა
3
მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ რეჟიმში
4
დარღვეულია კვების სისტემის ჰერმეტულობა
# 1070
მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1
გაუმართავია გადამუშავებული აირების გამოშვების სისტემა
2
არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკანა ხედვის სარკე
3
მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდი უმოქმედოა ნისლის, წვიმის ან თოვის დროს
4
უსაფრთხოების ღვედები არამუშა მდგომარეობაშია
# 1071
სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსი საძილე არტერიაზე, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შემოწმდეს პულსი?
1
ყოველ 2 წუთში
2
ყოველ 5 წუთში
3
ყოველ 6 წუთში
4
# 1073
ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დარწმუნდეს რომ ავარიის შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები ან დაღუპულები?
1
ვალდებულია
2
ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექიმია
3
არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
4
არ არის ვალდებული, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალით
# 1074
თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, ვალდებულია:
1
გადაიყვანოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში და იქ განაცხადოს მომხდარი ფაქტის შესახებ
2
შეადგინოს შემთხვევის სქემა, ჩამოართვას ჩვენებები თვითმხილველებს და აღნიშნული დოკუმენტები წარადგინოს საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში
3
დარჩეს შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას
4
# 1075
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს:
1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს
2
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
3
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
4
# 1076
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი გარემოების არსებობისას შეუძლია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს მიატოვოს შემთხვევის ადგილი და არ დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას?
1
თუ აშკარაა, რომ ავარია არ მომხდარა მისი ბრალით
2
თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა
3
თუ ავარიაში მონაწილე მეორე მხარე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
# 1077
სამედიცინო დახმარება
ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება ავარიის შედეგად დაშავებულ პირს?
1
ვალდებულია
2
მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
3
მხოლოდ იმ შემთხვევაში ვალდებულია, თუ იგი ექიმია
4
არ არის ვალდებული
# 1078
სამედიცინო დახმარება
თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში ავარიის შედეგად დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
1
შემთხვევის ადგილზე დაელოდოს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილ პირს და მხოლოდ მისი ნებართვის შემთხვევაში გადაიყვანოს დაშავებული სამკურნალო დაწესებულებაში
2
გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით და თუ ეს შეუძლებელია, თავად განახორციელოს აღნიშნული
3
4