# 1019 სპეციალური სიგნალის გამოყენება
ბილეთი #1019
რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ ავტომობილს ჩართული არა აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?
1 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
2 მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
3 ყველა მიმართულებით
4 მხოლოდ პირდაპირ
# 1021 სპეციალური სიგნალის გამოყენება
ბილეთი #1021
სატვირთო ავტომობილი ავტომაგისტრალზე ასრულებს დასასუფთავებელ სამუშაოებს. აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ავტომობილს ჩართული აქვს ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?
1 აქვს უფლება
2 არ აქვს უფლება
3
4
# 1022 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
ბილეთი #1022
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული არა აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?
1 სატვირთო ავტომობილის მძღოლს
2 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლს
3
4
# 1023 სამედიცინო დახმარება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კანის საფარველისა და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა:
1 ჭრილობაზე მოესხას იოდის ხსნარი
2 ჭრილობა გარშემო დამუშავდეს იოდის ხსნარით და დაედოს ბაქტერიციდული საფენი (მისი არ ქონის შემთხვევაში დაედოს სუფთა საფენი)
3 კუნთოვანი ქსოვილი გათავისუფლდეს უცხო სხეულებისაგან და დაედოს ბაქტერიციდული საფენი
4
# 1027 სამედიცინო დახმარება
როგორი სახის სახვევი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივ-ტერფის სახსრის დაზიანებისას?
1 თავთავისებური
2 რვიანისებური
3 შურდულისებური
4
# 1030 საავარიო შუქური სიგნალიზაცია
სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
1 მიმდებარე ტერიტორიიდან საავტომობილო გზაზე გასვლისას
2 თუ ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ შეუძლებელია
3 უკუსვლით მოძრაობისას
4
# 1033 მოძრაობის უსაფრთხოება
თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ ავტობუსების მძღოლებს უპირატესობა ენიჭებათ:
1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობების მძღოლების მიმართ
2 მხოლოდ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ
3 ყველა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
4
# 1034 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დაარღვევს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ იგი მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას სარემონტო ადგილამდე იმოძრავებს ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით?
1 დაარღვევს
2 არ დაარღვევს
3
4
# 1035 სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დაარღვევს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ იგი საჭის მექანიზმის გაუმართაობისას სარემონტო ადგილამდე იმოძრავებს ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით?
1 არ დაარღვევს
2 დაარღვევს
3
4
# 1036 გაჩერება დგომა
იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:
1 მხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ
2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
3 როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
4