# 585
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, თუ ის სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან გადმოშვერილია:
1
1,0 მეტრზე მეტად
2
არანაკლებ 1,5 მეტრით
3
არანაკლებ 2,0 მეტრით
4
# 586
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი”, თუ ის გვერდიდან, საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან გადმოშვერილია:
1
არანაკლებ 2 მეტრით
2
არანაკლებ 1,5 მეტრით
3
0,4 მეტრზე მეტად
4
# 587
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან ერთ მეტრზე მეტად, ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი დამატებით უნდა აღინიშნოს:
1
მხოლოდ წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით
2
მხოლოდ უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით
3
როგორც წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, ასევე უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით
4
# 588
სამედიცინო დახმარება
თუ არსებობს ეჭვი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანების შესახებ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როგორ უნდა მოხდეს დაშავებულის გადათრევით გადაადგილება დამხმარეს გარეშე (ერთი ადამიანის მიერ)?
1
მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ზურგიდან მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან
2
მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ჩავუდგეთ ფეხებს შორის მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ და ზურგზე ერთმანეთს ჩავჭიდოთ. ავწიეთ ფეხებით და დაშავებული გადათრევით გადავაადგილოთ უკან
3
4
# 589
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს სატვირთო ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ის მოძრაობს 50 კმ/სთ სიჩქარით?
1
არ დაარღვევს
2
დაარღვევს
3
4
# 590
ბუქსირება
მოცემულ სიტუაციაში, რამდენ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ იგი მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით?
1
არც ერთს
2
ერთს
3
ორს
4
სამს
# 591
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
მოცემულ სიტუაციაში, რამდენ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ იგი მოძრაობს 70 კმ/სთ სიჩქარით?
1
არცერთს
2
ერთს
3
ორს
4
სამს
# 592
სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს მუცლის არეში აღენიშნება ჭრილობა, მისი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს:
1
გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
2
ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში გამართული ფეხებით
3
ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
4
მჯდომარე მდგომარეობაში
# 593
სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული გულწასულია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი უნდა:
1
დავაწვინოთ გვერდზე მოხრილი ფეხებით
2
დავაწვინოთ ზურგზე, ამოვუდოთ თავქვეშ ბალიში, ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი
3
დავაწვინოთ ზურგზე, ფეხები წამოუწიოთ. ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, საფეთქლები დავუზილოთ ადეკოლონით (ან სხვა სპირტის შემცველი სითხით)
4
# 594
გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 15 ტონაა?
1
მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
2
მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
3
მხოლოდ პირდაპირ, მარჯვნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
4
ყველა მიმართულებით