# 572
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილი უნდა აღიჭურვოს:
1
იატაკიდან 0,2–0,3 მეტრის სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,5 მეტრზე დამაგრებული დასაჯდომებით, ამასთან უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასაჯდომებს უნდა ჰქონდეთ მყარი საზურგეები
2
იატაკიდან 0,3–0,5 მეტრის სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე დამაგრებული დასაჯდომებით, ამასთან უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასაჯდომებს უნდა ჰქონდეთ მყარი საზურგეები
3
4
# 573
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
აკრძალული არ არის მგზავრთა გადაყვანა:
1
ტრაქტორის და სხვა თვითმავალი მანქანების სალონის, ან კაბინის გარეთ
2
სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, აგრეთვე მისაბმელ-აგარაკით
3
სატვირთო მოტოციკლის ძარით
4
მობუქსირე ავტობუსით
# 574
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
აკრძალულია თუ არა მგზავრთა გადაყვანა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას?
1
არ არის აკრძალული
2
აკრძალულია
3
4
# 577
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
სატვირთო ავტომობილის მოწყობილი ძარით გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა:
1
განისაზღვრება მძოლის მიერ
2
არ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგილების რიცხვს
3
4
# 578
მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით მგზავრთა გადაყვანისას, მგზავრობის წინ მძღოლმა:
1
მგზავრებს უნდა ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ, ამასთან მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია
2
თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება ძარაზე არსებული დასაჯდომი ადგილების რაოდენობას, ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტაროს ფეხზე მდგომ მგზავრებს ძარაზე განლაგების წესის შესახებ
3
უნდა შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
4
# 579
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
თუ ავტომობილი ბორტების დონეზე დაბლა განლაგებული დასაჯდომი ადგილით არის უზრუნველყოფილი, სატვირთო ავტომობილის მოუწყობელი ძარით მგზავრობის უფლება აქვს:
1
ნებისმიერ სრულწლოვან პირს, გარდა ხანდაზმული პირებისა და ორსული ქალებისა
2
მხოლოდ ეკიპაჟის წევრს (სათადარიგო მძღოლს)
3
მხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მის მიმღებ პირს
4
# 580
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან არ უნდა იყოს:
1
0,8 მეტრზე მეტი
2
0,8 მეტრზე ნაკლები
3
0,3 მეტრზე ნაკლები და 0,5 მეტრზე მეტი
4
0,4 მეტრზე ნაკლები და 0,7 მეტრზე მეტი
# 581
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას:
1
მხოლოდ საფრთხე არ შეექმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე
2
მხოლოდ არ იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა
3
მხოლოდ არ დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები
4
დაცული იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა
# 583
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
სატვირთო ავტომობილის მოწყობილი ძარით მგზავრთა გადაყვანა ნებადართულია:
1
მხოლოდ დგომით მდგომარეობაში
2
მხოლოდ ჯდომით მდგომარეობაში
3
როგორც დგომით, ასევე ჯდომით მდგომარეობაში
4
# 584
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
სატვირთო ავტომობილის მოწყობილი ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას, მათ უნდა ახლდეთ სრულწლოვანი გამცილებელი არანაკლებ:
1
ორისა
2
სამისა
3
ოთხისა
4