# 931
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
1
ხმოვანი სიგნალი
2
ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3
საავარიო შუქსიგნალიზაცია
4
ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
# 932
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს:
1
ხმოვანი სიგნალი
2
ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა
3
საავარიო შუქსიგნალიზაცია
4
ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა
# 933
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დასაშვებია თუ არა გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის გამოყენება:
1
დასაშვებია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში
2
დასაშვებია, მხოლოდ დასახლებულ პუნქტში
3
დასაშვებია, როგორც დასახლებულ, აგრეთვე დაუსახლებელ პუნქტებში
4
დაუშვებელია
# 934
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არ არის ვალდებული მძღოლი მანევრის დაწყებამდე ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი?
1
საცხოვრებელ ზონაში
2
მიმდებარე ტერიტორიაზე
3
ეზოს ტერიტორიაზე
4
ვალდებულია ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
# 935
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დაბინდებიდან გათენებამდე, ასევე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერებისა ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და მათი მისაბმელები აღნიშნული უნდა იყვნენ:
1
შორი განათების ფარებით
2
წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით
3
ახლო განათების ფარებით
4
წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები
# 937
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ჩართული უნდა იყოს:
1
მხოლოდ ახლო ან შორი განათების ფარები
2
მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარები
3
ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
4
მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები
# 965
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები დაყენებულ უნდა იყოს:
1
მძღოლის შეხედულების მიხედვით
2
ისე, რომ მისი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს ახლო განათების ფარების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის ზემოთ
3
ისე, რომ მისი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს საგაბარიტო სინათლეების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე დაბალი წერტილის ქვემოთ
4
# 968
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას, ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა ხორციელდება:
1
საავარიო შუქსიგნალიზაციასთან ერთად
2
შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად
3
მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად
4
# 969
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე და მოპედზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს:
1
მხოლოდ შორი განათების ფარებთან ერთად
2
მხოლოდ ახლო განათების ფარებთან ერთად
3
მხოლოდ წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად
4
შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად
# 973
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელზე:
1
დამაგრებული უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური შუქამრეკლი მოწყობილობა
2
ჩართული უნდა იყოს წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე
3
ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ერთი უკანა საგაბარიტო სინათლე
4