# 67 მოძრაობის უსაფრთხოება
თუ შუქნიშანის წინ დგანან ბავშვები, შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1 მხოლოდ, ის გარემოება რომ ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე
2 მხოლოდ, ის გარემოება რომ ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა
3 მხოლოდ, ის გარემოება რომ შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის მოძრაობის ნებადამრთველი შუქნიშნის სიგნალის ჩართვამდე
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება
# 220 მოძრაობის უსაფრთხოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების გარდა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ:
1 მხოლოდ მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში
2 მხოლოდ რკინიგზის თანამშრომლებმა
3 მხოლოდ საბორნე გადაზიდვის ორგანიზატორებმა
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა პირმა
# 382 მოძრაობის უსაფრთხოება
გარდა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება გადააჭარბოს:
1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ მაქსიმალურ კონსტრუქციულ სიჩქარეს
2 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებულ სიჩქარეს
3 მხოლოდ საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს
4 როგორც სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ მაქსიმალურ კონსტრუქციულ, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებულ და საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს
# 819 მოძრაობის უსაფრთხოება
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფაქტორი არ ახდენს ზეგავლენას მძღოლის მოქმედებაზე?
1 უძილობა
2 დაღლილობა
3 ალკოჰოლის მიღება
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი
# 823 მოძრაობის უსაფრთხოება
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა?
1 დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში
2 დასაშვებია, თუ იგი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
3 დასაშვებია, თუ ერთი ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად
4
# 827 მოძრაობის უსაფრთხოება
ქვემოდ ჩამოთვლილი რომელი უწესრიგობის დროს ეკრძალება მძღოლს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?
1 მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გაუმართაობის დროს
2 მხოლოდ საჭის მექანიზმის გაუმართაობის დროს
3 მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარების გაუმართაობის დროს
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 828 მოძრაობის უსაფრთხოება
ნისლის, წვიმის, ან თოვის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა აკრძალულია:
1 ნისლსაწინააღმდეგო ფარების არ არსებობის შემთხვევაში
2 საავარიო გაჩერების ნიშნის არ არსებობის შემთხვევაში
3 მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობის შემთხვევაში
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 831 მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია:
1 გვირაბებში, რომლებშიც არ არის ხელოვნური განათება
2 ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე
3 დასახლებული პუნქტების ცენტრალურ ქუჩებზე
4
# 832 მოძრაობის უსაფრთხოება
გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1 სავალდებულოა ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა
2 იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
3 თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლებები რთული შესამჩნევია
4
# 833 მოძრაობის უსაფრთხოება
ღამე ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1 გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა
2 იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
3 სავალდებულოა საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
4