# 400
საგზაო მონიშვნა
თუ უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან მოწყობილობა განლაგებულია ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე, მძღოლმა მას უნდა შემოუაროს:
1
მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
2
მხოლოდ მარცხენა მხრიდან
3
მარჯვენა, ან მარცხენა მხრიდან
4
# 876
საგზაო მონიშვნა
თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას:
1
უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს ქვეითთა გადასავლელი შეუჩერებლად
2
როგორც ქვეითების მიმართ უპირატესობის მქონემ, უფლება აქვს გაიაროს ქვეითთა გადასასვლელი ნებისმიერი სიჩქარით
3
სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები
4
# 877
საგზაო მონიშვნა
მძღოლებმა, რომლებიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებენ, უნდა:
1
შეამცირონ სიჩქარე და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უსაფრთხო ჩასხდომის ან გადმოსხდომის შესაძლებლობა
2
გაზარდონ სიჩქარე, რათა სწრაფად გაიარონ და არ შეაფერხონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესი
3
გაჩერდნენ გვერდულასთან და არ დაიძრან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაგრძელებამდე
4
# 948
საგზაო მონიშვნა
შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:
1
თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით
2
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ
3
კანონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად
4
# 952
საგზაო მონიშვნა
ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებულ უსაფრთხოების კუნძულს ან ტუმბოს მძღოლმა უნდა შემოუაროს:
1
მხოლოდ მარცხენა მხრიდან
2
მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
3
მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან
4
# 1194
საგზაო მონიშვნა
მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) მიუთითებს:
1
გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს
2
მანძილს გზის სხვა მხარეს მდებარე ობიექტამდე
3
მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე
4
# 1195
საგზაო მონიშვნა
მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე?
1
მხოლოდ II და III
2
მხოლოდ I და IV
3
მხოლოდ IV
4
მხოლოდ III
# 1197
საგზაო მონიშვნა
მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას?
1
მხოლოდ I
2
მხოლოდ I და III
3
მხოლოდ II
4
მხოლოდ IV
# 1200
საგზაო მონიშვნა
მოცემული დაფებიდან რომელი მიუთითებს დგომის ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულზე?
1
I
2
II
3
III
4
# 1202
საგზაო მონიშვნა
მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი აწვდის მძღოლს ინფორმაციას დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის თაობაზე?
1
მხოლოდ III
2
მხოლოდ I
3
მხოლოდ II
4
მხოლოდ II და III