# 498
სამედიცინო დახმარება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობის შეფასების მიზნით უპირველესად საჭიროა:
1
მხოლოდ ცნობიერების შემოწმება
2
მხოლოდ სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი
3
როგორც სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი, ასევე საძილე არტერიაზე პულსაციისა და ცნობიერების შემოწმება
4
მხოლოდ საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება
# 500
სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას უნდა:
1
დამწვარი ზედაპირი გადავურეცხოთ ცივი წყლით, დავუმუშაოთ იოდის ხსნარით, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, შევუხვიოთ ბინტით
2
გავუხსნათ ბუშტები, გავუსუფთაოთ დამწვარი ზედაპირი ტანსაცმლის ნარჩენებიდან, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, დაშავებულს დავალევინოთ წყალი
3
ბუშტები არ გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი
4
# 505
სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა ჩაუტარდეს:
1
მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
2
მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
3
როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი
4
# 543
სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს:
1
მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
2
მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
3
როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი
4
# 588
სამედიცინო დახმარება
თუ არსებობს ეჭვი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანების შესახებ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როგორ უნდა მოხდეს დაშავებულის გადათრევით გადაადგილება დამხმარეს გარეშე (ერთი ადამიანის მიერ)?
1
მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ზურგიდან მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან
2
მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ჩავუდგეთ ფეხებს შორის მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ და ზურგზე ერთმანეთს ჩავჭიდოთ. ავწიეთ ფეხებით და დაშავებული გადათრევით გადავაადგილოთ უკან
3
4
# 592
სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს მუცლის არეში აღენიშნება ჭრილობა, მისი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს:
1
გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
2
ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში გამართული ფეხებით
3
ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით
4
მჯდომარე მდგომარეობაში
# 593
სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული გულწასულია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი უნდა:
1
დავაწვინოთ გვერდზე მოხრილი ფეხებით
2
დავაწვინოთ ზურგზე, ამოვუდოთ თავქვეშ ბალიში, ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი
3
დავაწვინოთ ზურგზე, ფეხები წამოუწიოთ. ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, საფეთქლები დავუზილოთ ადეკოლონით (ან სხვა სპირტის შემცველი სითხით)
4
# 596
სამედიცინო დახმარება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში, მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
1
ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, ამასთან უნდა ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში
2
გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში
3
4
# 597
სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება გულმკერდის გამჭოლი ჭრილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
1
მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში
2
ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში
3
ჯანმრთელ გვერდზე დაწოლილ ან ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში
4
# 598
სამედიცინო დახმარება
ერთი ხელის დაშავების შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს პიჯაკი ან პერანგი უნდა გავხადოთ:
1
ჯერ ჯანსაღ, ხოლო შემდეგ დაშავებულ ხელზე
2
ჯერ დაშავებულ, ხოლო შემდეგ ჯანსაღ ხელზე
3
ერთდროულად ორივე ხელზე
4