# 1334 მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ:
1 მხოლოდ გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ
2 მხოლოდ გარემოება, რომ ის მკვეთრად შეამცირებს სიჩქარეს
3 მხოლოდ გარემოება, რომ ქვეითებისათვის გზის დათმობის გამო ის შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს
4 რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
# 1335 ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1 მხოლოდ გარემოება, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობს უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
2 მხოლოდ გარემოება, რომ ის შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდეს უკან
3 მხოლოდ გარემოება, რომ მან შეიძლება დაკარგოს წონასწორობა და წაიქცეს
4 რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
# 1340 მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1 ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად
2 ბავშვების სავალ ნაწილზე გამოსვლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ისინი ვალდებულები არიან მოიცადონ გზის სავალი ნაწილის კიდესთან და დაელოდონ ავტომობილის გავლას
3
4
# 1341 მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა:
1 ბავშვებზე ყურადღების მიუქცევლად გააგრძელოს მოძრაობა რათა არ შეუმნას დაბრკოლება მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
2 მისცეს მხოლოდ ხმოვანი სიგნალი და შეუფერხებლად გააგრძელოს მოძრაობა
3 შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის
4
# 1342 მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლი უნდა დარწმუნდეს:
1 მხოლოდ, რომ ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას
2 მხოლოდ, რომ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება
3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში
4
# 1379 მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:
1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3 აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
# 1381 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?
1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე
2 მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე
3 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე
# 1426 მოძრაობის უსაფრთხოება
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის როგორი სტილი უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ ხარჯს?
1 მდორე აჩქარება მკვეთრი შენელებით
2 ხშირი და მკვეთრი აჩქარება მდორე შენელებით
3 მდორე აჩქარება მდორე შენელებით
4
# 1428 სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს:
1 საჭით მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა
2 სამუხრუჭე სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება
3 სამუხრუჭო მანძილის შემცირება
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
# 1431 მოძრაობის უსაფრთხოება
მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილის მძღოლმა, უნდა:
1 გამორთოს გადაბმულობა
2 ჩართული გადაბმულობით მდორედ დაამუხრუჭოს
3 სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოცურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია
4