# 1073
ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დარწმუნდეს რომ ავარიის შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები ან დაღუპულები?
1
ვალდებულია
2
ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექიმია
3
არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
4
არ არის ვალდებული, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალით
# 1074
თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, ვალდებულია:
1
გადაიყვანოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში და იქ განაცხადოს მომხდარი ფაქტის შესახებ
2
შეადგინოს შემთხვევის სქემა, ჩამოართვას ჩვენებები თვითმხილველებს და აღნიშნული დოკუმენტები წარადგინოს საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში
3
დარჩეს შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას
4
# 1075
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს:
1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს
2
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
3
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
4
# 1076
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი გარემოების არსებობისას შეუძლია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს მიატოვოს შემთხვევის ადგილი და არ დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას?
1
თუ აშკარაა, რომ ავარია არ მომხდარა მისი ბრალით
2
თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა
3
თუ ავარიაში მონაწილე მეორე მხარე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
# 1077
სამედიცინო დახმარება
ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება ავარიის შედეგად დაშავებულ პირს?
1
ვალდებულია
2
მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
3
მხოლოდ იმ შემთხვევაში ვალდებულია, თუ იგი ექიმია
4
არ არის ვალდებული
# 1078
სამედიცინო დახმარება
თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში ავარიის შედეგად დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
1
შემთხვევის ადგილზე დაელოდოს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილ პირს და მხოლოდ მისი ნებართვის შემთხვევაში გადაიყვანოს დაშავებული სამკურნალო დაწესებულებაში
2
გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალებით და თუ ეს შეუძლებელია, თავად განახორციელოს აღნიშნული
3
4
# 1079
სამედიცინო დახმარება
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ შემთხვევაში არ წარმოექმნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს ავარიის შედეგად დაშავებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვალდებულება?
1
თუ აშკარაა რომ მას (მძღოლს) არ მიუძღვის ბრალი ავარიის მოხდენაში
2
თუ მისი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევაში განადგურდება ნაკვალევი, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად
3
თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მგზავრობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს დაშავებულს
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 1080
შეუძლია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად?
1
არ შეუძლიათ, ვინაიდან უფლებამოსილი პირის მოსვლამდე, მათ გააჩნიათ შემთხვევის ადგილზე დარჩენის ვალდებულება
2
შეუძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
3
4
# 1082
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში:
1
განაცხადოს თავისი ვინაობა, (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე
2
განაცხადოს თავისი, დაშავებულისა და ავარიის თვითმხილვევთა ვინაობა, წარადგინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დაახლოებითი სქემა
3
4
# 1084
სამედიცინო დახმარება
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:
1
გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში
2
მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში
3
ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში
4