# 942 მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
1 ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
2 სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
3 სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
4
# 947 მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულება დადგენილია:
1 მარცხენა მხარეს
2 მარჯვენა მხარეს
3 როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს
4
# 950 მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:
1 თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა
2 საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა
3
4
# 951 მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ:
1 არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
2 არ შეუქმნის საფრთხეს მხოლოდ მის უკან ან გვერდზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
3
4
# 1048 მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილზე არ არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:
1 გზაჯვარედინზე
2 ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ
3 რკინიგზის გადასასვლელზე
4 გვირაბში
# 1334 მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ:
1 მხოლოდ გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ
2 მხოლოდ გარემოება, რომ ის მკვეთრად შეამცირებს სიჩქარეს
3 მხოლოდ გარემოება, რომ ქვეითებისათვის გზის დათმობის გამო ის შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს
4 რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
← წინა 1... 4 5 6 შემდეგი →