# 828
მოძრაობის უსაფრთხოება
ნისლის, წვიმის, ან თოვის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა აკრძალულია:
1
ნისლსაწინააღმდეგო ფარების არ არსებობის შემთხვევაში
2
საავარიო გაჩერების ნიშნის არ არსებობის შემთხვევაში
3
მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობის შემთხვევაში
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
# 829
უწესივრობა და მართვის პირობები
დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:
1
იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება
2
ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება
3
მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე
4
# 830
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, მძღოლმა უნდა:
1
ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შეამციროს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
2
შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მისი და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
3
ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და იმოძრაოს სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა მხარეს
4
# 831
მოძრაობის უსაფრთხოება
მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია:
1
გვირაბებში, რომლებშიც არ არის ხელოვნური განათება
2
ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე
3
დასახლებული პუნქტების ცენტრალურ ქუჩებზე
4
# 832
მოძრაობის უსაფრთხოება
გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
სავალდებულოა ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა
2
იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
3
თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლებები რთული შესამჩნევია
4
# 833
მოძრაობის უსაფრთხოება
ღამე ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა
2
იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
3
სავალდებულოა საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
4
# 834
მოძრაობის უსაფრთხოება
მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა:
1
შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას
2
დამუხრუჭებისათვის დამატებით უნდა გამოიყენოს ხელის მუხრუჭი
3
მიმართულების შეცვლა უნდა განახორციელოს საჭის მკვეთრი მობრუნებითა და სიჩქარის მომატებით
4
# 835
მოძრაობის უსაფრთხოება
წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:
1
შეამციროს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
2
შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
3
ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
4
# 836
მოძრაობის უსაფრთხოება
წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1
აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა
2
მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება
3
იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთან, ნალექი აუარესებს ხილვადობას
4
# 837
მოძრაობის უსაფრთხოება
წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა:
1
შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით
2
შეამციროს სიჩქარე მკვეთრი დამუხრუჭებით
3
გაზარდოს სიჩქარე
4